ცნობილი ქართული რძის პროდუქტის ისტორია, რომლის რეცეპტი კავკასიაში გასაიდუმლოებული იყო
ცნობილი ქართული რძის პროდუქტის ისტორია, რომლის რეცეპტი კავკასიაში გასაიდუმლოებული იყო
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არაერთი კერძის, ან პროდუქტის გაჩენას, ხშირ შემთხვევაში, უბრალო შემთხვევითობას მიაწერენ. ლეგენდის თანახმად, 200 წლის წინათ, საქართველოში, ხანგრძლივი მგზავრობის დროს, საპალნეზე გადაკიდებული რძე თავისით შედედდა და შედეგად, სრულიად შემთხვევით, ძალიან გემრიელი პროდუქტი რძეში არსებული რძემჟავა ბაქტერიებისგან თავისით დამზადდა. როდესაც ადამიანებმა მას გემო გაუსინჯეს, ნახეს, რომ რძეზე გაცილებით გემრიელი საკვები მიიღეს და მისი დამზადება დაიწყეს.

გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად, ამ პროდუქტს საიდუმლოდ ამზადებდნენ და მის რეცეპტს არავის უმხელდნენ. ასე გაჩნდა
"მაწონი“. რძის პროდუქტი, რომელიც ქართველი გლეხის ოჯახისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენდა.

მაწვნის დამზადების პროცესი ერთ-ერთ ქართულ ოჯახში

დროთა განმავლობაში, მაწვნის საიდუმლო რეცეპტი მთელ კავკასიაში გავრცელ
და. მაწვნის სასარგებლო შემადგენლობის გამო, მას სამკურნალოდაც იყენებდნენ.

ოდნავ მოგვიანებით გამოჩდნენ "მემაწვნეები“- ადამიანები, რომლებიც ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებიდან ჩამოდიოდნენ ქალაქში და მაწონს ქილებით კარდაკარ ყიდდნენ. თბილისის ყველა უბანში, ყოველ დილით ისმოდა მათი შეძახილები: "მაწონი, მაწონიიი....“ თითქმის არ არსებობდა ოჯახი, რომელიც მაწონს არ ყიდულობდა. ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა. მემაწვნეები თბილისის კოლორიტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდნენ. ისინი ცნობილი ქართველი (და არა მარტო) მხატვრების ნახატებშიც გამოჩდნენ.


ოსკარ შმერლინგი

მაწვნის სასარგებლო თვისებები


მაწონი ბუნებრივ მიკროორგანიზმებს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ნაწლავებში არსებულ მავნე ბაქტერიებს (რომლებიც უამრავ სერიოზულ და საშიშ დაავადებას იწვევენ) ანადგურებენ. დაბალი მჟავიანობის გამო, ის სასარგებლოა ბავშვებისთვისაც. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, აძლიერებს იმუნიტეტს და ეფექტურია წონის დასაკლებად. მაწონი დიდი რაოდენობით ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას და ფოსფორს შეიცავს, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

მაწონი დღეს

დღეს, მაწონი ძირითადად, ქარხნული წესით იწარმოება. როგორია თანამედროვე მაწონი, რამდენად აქვს შენარჩუნებული ის სასარგებლო თვისებები, რასაც ეს პროდუქტი ისტორიულად შეიცავდა?

დღეს, ქართულ ბაზარზე ქართული ბრენდების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია "დღის პროდუქტები“, რომელიც "სს ნიკორას“ შვილობილი ბრენდია. "დღის პროდუქტები“ ოთხი ხაზითაა წარმოდგენილი: ყველი, ე.წ. რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, აირანი), რძე და კარაქი.


სს "ნიკორას“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო ლეფსაიას განმარტებით, ქარხნული მაწვნის წარმოების იდეა, ბუნებრივია, მომდინარეობს ტრადიციული მეთოდებიდან და ამ წესით დამზადებული პროდუქტი სასარგებლო და რეკომენდებულია, როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა კვებაში.

- ყველაზე მოთხოვნადი რძის პროდუქტებიდან ქართულ ბაზარზე, რძეჟავა პროდუქტებია, განსაკუთრებით კი მაწონი. ქარხნული წესით წარმოებული მაწონი შეიცავს ყველა იმ სასარგებლო კომპონენტს, რაც აუცილებელია ამ პროდუქტისთვის. დღესაც, ამ მეთოდით დამზადებული მაწონი დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში, იმუნიტეტის ფორმირებაში, ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხასიათდება დიეტური და სამკურნალო თვისებებით...

მაგალითად "დღის“ მაწვნის წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ ევროპული, მაღახარისხიანი ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტი ინარჩუნებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დადებით თვისებას. ამიტომ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

აქვე დავამატებ და გირჩევთ, რომ "დღის პროდუქტების“ შეფუთვაზე, რომელიც გაზეთს მოგაგონებთ, რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო ისტორიების ამოკითვა შეგიძლიათ.“ - ნინო ლეფსაია.

მაწონი კერძებში



ნელ-ნელა გაჩნდა მაწვნისგან მომზადებული კერძებიც. მაწონი კავკასიურ სამზარეულოში, მრავალ კერძში გამოიყენება. ის ხაჭაპურის ცომის შეუცვლელი კომპონენტია.

ამ პროდუქტს განსაკუთრებით ხშირად ზაფხულში მოიხმარდნენ, რადგან ნაყინის გაჩენამდე, მაწონი გაგრილების ძალიან კარგ საშუალებად მიიჩნეოდა. ცივი წყლის და მაწვნის შერევით მიიღება სასმელი, რომელიც შესანიშნავად კლავს წყურვილს. მაწონს ჭამდნენ ცივად, ურევდნენ მას წყალში, ამზადებდნენ მაწვნის შეჭამანდს, რომლის რეცეპტიც ისეთივე პოპულარულია დღეს, როგორც თავად მაწონი. კლასიკური რეცეპტი ერბოში მოშუშული ხახვით, ფქვილით, მაწვნით, კვერცხით, პიტნითა და ქინძით მზადდება. მაწვნის შეჭამანდი ძალიან მარტივად მზადდებოდა და ცივადაც იჭმებოდა.
მაწონს წლების მანძილზე არ დაუკარგავს აქტუალობა და ის დღესაც, ქართველების ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები