გამომცემლობა "პალიტრა L" გელით წიგნის ფესტივალზე! - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L" გელით წიგნის ფესტივალზე!

24-27 ივნისი ის დღეებია, რომლებსაც წიგნის მოყვარულები თითქმის ორი წელი ელოდნენ. სწორედ ამ 4 დღის განმავლობაში თბილისში, "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეში ოცდამესამედ გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წლებია, საქართველოში წიგნის პოპულარიზაციასა და წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება.

წიგნის მოყვარულთა ამ დიდ ზეიმზე გამომცემლობა "პალიტრა L", ტრადიციულად, მრავალფეროვანი პროგრამით იქნება წარმოდგენილი. მკითხველს ელოდება ფესტივალისთვის საგანგებოდ გამოცემული ბევრი ახალი წიგნი, სიურპრიზები, ასევე, უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი სერიები, რაც მთავარია, 20-დან 70%-მდე საფესტივალო ფასდაკლებები წიგნების დიდ ასორტიმენტზე. მე-11 პავილიონში, "პალიტრა L"-ის" სტენდთან საინტერესო გამოცემას აღმოაჩენს ნებისმიერი ასაკის, ინტერესისა და გემოვნების მკითხველი. პავილიონში შესასვლელად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: www.tbilisibookfestival.ge, ან უნდა ადგილზე დაიკავოთ ცოცოხალი რიგი. დასწრება თავისუფალია.

მე-11 პავილიონის გვერდით, ღია სივრცეში გაიმართება თქვენს საყვარელ ავტორებთან შეხვედრები, თვალი ადევნეთ გამომცემლობის ფეისბუქ გვერდს და გაეცანით ჩვენს პროგრამას.

ასე რომ, გელით წიგნის ფესტივალზე! სიფრთხილით, პასუხისმგებლობითა და რეგულაციების მკაცრი დაცვით, ერთად ვაქციოთ ნანატრი დღეები საყოველთაო ზეიმად.