"დიდი მხატვრების" სერია გრძელდება! 21 ივნისიდან, ლეონარდო და ვინჩის ალბომი "კვირის პალიტრასთან ერთად" გაიყიდება - კვირის პალიტრა

"დიდი მხატვრების" სერია გრძელდება! 21 ივნისიდან, ლეონარდო და ვინჩის ალბომი "კვირის პალიტრასთან ერთად" გაიყიდება

"დიდი მხატვრების" სერია გრძელდება! 21 ივნისიდან, ლეონარდო და ვინჩის ალბომი "კვირის პალიტრასთან ერთად" გაიყიდება.

გამომცემლობა "პალიტრა L" აგრძელებს "დიდი მხატვრების" სერიას. მკითხველს ერთი თვის განმავლობაში შეეძლო ხმა მიეცა საყვარელი მხატვრისთვის. სწორედ მკითხველის რეიტინგის მიხედვით, მეორე ალბომი - ლეონარდო და ვინჩს მიეძღვნება.

ალბომის სპეციალური ფასი - 15 ლარია, გაზეთთან ერთად კი - 17 ლარი.

ხელოვნების მოყვარულებსა და დაინტერესებულ პირებს გამომცემლობა ,,პალიტრა L"-მა საშუალება მისცა ქართულ ენაზე თვალი გადაევლოთ ყველა ეპოქის გამოჩენილი მხატვრების ცნობილი ტილოების მაღალი ხარისხის რეპროდუქციებისთვის და გაცნობოდნენ საინტერესო ისტორიებს მათი ცხოვრებიდან.

გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველ საშუალებას აძლევს თავად შეარჩიონ, რომელი მხატვრის ალბომის დათვალიერებას ისურვებენ. ხმის მიცემის წესები და პირობები მარტივია:

1. თვალი გადაავლეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, შეარჩიეთ თქვენი რჩეული 12 მხატვარი და შეაგროვეთ უნიკალური ალბომები;

2. მკითხველს ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა ექნება საყვარელი 12 მხატვარი აირჩიოს 30-დან. მხარდაჭერის გზით, მკითხველი წყვეტს, თუ რომელი მხატვრის ალბომი დაიბეჭდება მომდევნო თვეში;

3. ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე 24 საათში ერთხელ. ამისათვის საჭიროა გახსნათ მხატვრის პროფილი ვებგვერდზე, აარჩიოთ თქვენთვის სასურველი შემოქმედი და მისცეთ ხმა.

მიღებული ხმების მიხედვით გამარჯვებული მხატვრის ალბომი ყოველთვე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა. მკითხველს საშუალება ექნება გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად შეიძინოს ალბომი.