"მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას“ - სტუ-ის სტუდენტი
"მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას“ - სტუ-ის სტუდენტი
საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა, ლუკა გულედანმა, შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ საქველმოქმედო შეჯიბრში - ლიგა AGC CHALLENGE-ის თასი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლუკა გულედანმა სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებაში გამარჯვებით მიღებული თანხა ხობის საკვირაო სკოლასა და ბავშვთა სარაგბო კლუბ "სოხუმს“ გადაეცა.

ლუკა გულედანმა თეთრიწყაროს მე-2 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე გააგრძელა.

სპორტის
სხვადასხვა სახეობას ლუკა ბავშვობიდანვე ეზიარა. 6 წლის იყო, როდესაც ძიუდოში ვარჯიში დაიწყო, წლების შემდეგ კი ბედი კრივსა და კარატეში სცადა.

"აბიტურიენტობისას, დაახლოებით ერთი წელი, დროის სიმცირის გამო, სპორტს ჩამოვშორდი. როგორც კი სტუდენტი გავხდი, გადავწყვიტე სწავლის პარალელურად სპორტული კარიერა განმეახლებინა და ფიქრი დავიწყე, სად მევარჯიშა. ვეძებდი
სპორტის ისეთ სახეობას, რომელიც ჩემი შესაძლებლობების განვითარების საშუალებასაც მომცემდა, თან ჩემთვის ნაცნობი სახეობების გაერთიანებას შევძლებდი. ასეთი კი შერეული ორთაბრძოლები გამოდგა. უდიდესი ემოციაა, როდესაც რინგზე გადიხარ, არ იცი რა მოხდება, როგორ წარიმართება მოვლენები. შეიძლება ერთმა დარტყმამ ან არასწორმა მოძრაობამ ბრძოლის მთელი ტაქტიკა შეგიცვალოს. როცა უკვე კარი იკეტება, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩები. ეს უდიდესი ადრენალინია, სწორედ ამიტომაა სპორტის ეს სახეობა ასეთი ლამაზი. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ბრძოლა არ წამიგია“, - აღნიშნავს ლუკა გულედანი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, სპორტში კარიერულ წარმატებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის დეკანატის ხელშეწყობით აღწევს და მადლიერებით საუბრობს ამის შესახებ.

"მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, რადგან მუდმივად ვგრძნობ თანადგომასა და მათ მხარდაჭერას. ტექნიკურ უნივერსიტეტში იმის ფუფუნებას გვიქმნიან, რომ სწავლა და ვარჯიში ან თუნდაც სამუშაო ისე შევათავსოთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. გრაფიკით ვსარგებლობ და ყველაფერს ვასწრებ. წინ დიდი გამოწვევებია, არ ვაპირებ გაჩერებას და ორმაგი შემართებით ვემზადები უფრო მაღალ ეშელონებში ბრძოლისთვის“, - ამბობს ლუკა გულედანი.


(R)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები