5 ივლისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-9 ტომი გამოვა
29-06-2021
5 ივლისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-9 ტომი გამოვა


5 ივლისიდან ქართველი მკითხველის წინაშე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-9 ტომი წარსდგება. მრავალტომეულის ეს ტომი ქართველებისა და იტალიელების ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15.50.

"ქართველების“ მე-9 ტომი გამორჩეულია იმით, რომ აქ არა მხოლოდ ქართველების იტალიაში მოღვაწეობის შესახებ წაიკითხავთ, არამედ იმ იტალიელ მოღვაწეებსაც გაეცნობით, რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს, აქაურ კულტურას გაეცნენ და ფირზეც კი აღბეჭდეს. აღსანიშნავია: ფრედ გუარაჩინო, ლუიჯი ვილარი, ვიტორიო
სელა და სხვ. ამდენად, მკითხველისთვის ორმხრივი კავშირების დანახვა ნამდვილად საინტერესო იქნება.


სვანები ვიტორიო სელას ობიექტივში

ტრადიციულად, "ქართველების“ ახალ ტომშიც გაეცნობით უცნობ ფაქტებს უცხოეთში მოღვაწე ქართველების შესახებ, წაიკითხავთ ქართულ და უცხოურ არქივში მოძიებულ ინფორმაციას, იხილავთ ფოტოებს, რომლებიც პირველად ქვეყნდება.

იტალიის (და, ზოგადად, ევროპის) მიერ საქართველოს ხელახლა
აღმოჩენა XVI-XVII საუკუნეებიდან იწყება, როდესაც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს იტალიელი მისიონერები სტუმრობენ, ეცნობიან აქაურ კულტურას, ისტორიას, ენას, რომელთა მიხედვითაც ჩანაწერებს აკეთებენ.

როგორც "ქართველების“ მე-9 ტომში ვკითხულობთ, პირველი გამოცემა, რომლითაც ევროპა საქართველოს გაეცნო, 1621 წელს დაბეჭდილი "ცნობებია“. ბროშურის ავტორი დომინიკანელთა წინამძღვარი ვიკარიუსი მამა პაოლო მარია ჩიტადინი და ფაენცა გახლდათ, რომელიც 1616 წელს ეწვია საქართველოს და გარკვეულ ინფორმაციას მოუყარა თავი. როგორც აღვნიშნეთ, ამ სახით საქართველოს შესახებ ცნობებს პირველად იღებდა ევროპელი მკითხველი.
პაოლო მარია ჩიტადინი გვაწვდის საინტერესო გეოგრაფიულ ცნობებს ჩვენს ქვეყანაზე, მაშინდელი საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე ქართველების ხასიათზე, საქმიანობაზე, მათ გარეგნობაზე. მსჯელობს ქართულ ენაზე, ანბანზე: "1616 წლის ივნისისა და ივლისის თვეებში, - წერს იგი, - ვიმყოფებოდი უნეტარესი რომის პაპის დამხმარედ სპარსეთის უძლიერეს მეფე აბასთან, საქართველოში, სადაც არ გამიგონია, არ წამიკითხავს, რომ მრავალი საუკუნისა და წლების მანძილზე ჩვენი მხარის არც ერთ კაცს ამ ქვეყანაში შემოეღწია, რამდენადაც აქ შევამჩნიე, რომ ქვეყნის ბუნების სიმდიდრე და მცხოვრებთა ხასიათი, მათი სარწმუნოებითა და განწყობილებით მოსურნენი არიან დაემორჩილონ ხალხთა უნივერსალურ მწყემსებს, რის შესახებაც აქ მინდოდა უბრალოდ აღმენიშნა...


"ცნობების“ ფრაგმენტი "ქართველების“ მე-9 ტომიდან

აღმოსავლეთ იბერიად წოდებული საქართველო, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარეობს. იგი დაყოფილია ოთხ მთავარ სამეფოდ. პირველი - ზაგემად წოდებული - თეიმურაზ მეფეს ეკუთვნის, მეორე - ბაში-აჩუკს და ფრიალო მთებს შორისაა მოქცეული, მესამე - დადიანისა, ხოლო მეოთხე - გურიელისა... ქართველები მეურნე ხალხია, ქვეყანა მთაგორიანია. ამ მთა-გორაკებზე მოსახლეობაა განლაგებული; ბევრია ტყეები და წყალუხვი მდინარეები, მინდვრები და ყანები. გორაკებზე აშენებენ ვენახს, რომელსაც ჩვენი წესის მიხედვით ამუშავებენ. მიწა უმთავრესად მოფენილია გემრიელი მარწყვით და ბევრია სატაცურები...

მამაკაცები თეთრი პირ-სახისა და კარგი ქცევისა არიან; სასიამოვნო ზნე-ჩვეულება აქვთ ... ქალები ტანმაღალი და მშვენიერი მოყვანილობისანი არიან. ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო ხელით დაჰყავთ და მშვილდ-ისარი და კაპარჭი დააქვთ... მათი საკუთარი და ბუნებრივი ენა ქართულია, რომელიც მე მგონია მეტად ადვილი შესასწავლია, ჩვენი ანბანის მსგავსი რამდენიმე ასო აქვთ და მათი გამოთქმა, მე მგონია, ახლოა ჩვენ გამოთქმასთან“, - ვკითხულობთ "ცნობებში“. ეს სხვა საინტერესო ინფორმაცია "ქართველების“ მე-9 ტომში გელოდებათ.

შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ხელოვნების სასახლის დირექ-ტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პა-ლიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტო-რიაში.
ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების ჯიხურებსა და "ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები