"ტოიოტა კავკასიამ” (TCA) რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე "TOYOTA LAND CRUISER 300” წარადგინა - კვირის პალიტრა

"ტოიოტა კავკასიამ” (TCA) რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე "TOYOTA LAND CRUISER 300” წარადგინა

ახალი ორტურბინიანი V6 ძრავა, ათსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, 415 ცხენის ძალა, ახალი დაკიდების სისტემა, ექსტერიერისა და ინტერიერის განახლებული დიზაინი - ასეთია "ტოიოტას“ ფლაგმანის -"ლენდ კრუიზერის“ ბოლო მოდელის ავტომობილი, რომლის მთავარი არსიც სანდოობა, გამძლეობა და უგზოობაში საუკეთესო მართვადობაა.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების ხელმძღვანელის, ნინო გაგუას განცხადებით, "უგზოობის მეფეს“ ამბიცია აქვს, რომ ყველგანმავალთან ერთად კომფორტული იყოს.

"პანდემიის რთული გამოწვევების მიუხედავად, "ტოიოტამ“ შეძლო შემოეთავაზებინა ისეთი სიახლე, როგორიც "ლენდ კრუიზერის“ 70-წლიანი ისტორიის გაგრძელებაა "LC 300“-ის სახით. მსოფლიო მასშტაბით დიდი მოლოდინი და ინტერესი იყო თუ როგორი იქნებოდა ახალი მოდელი, მათ შორის საქართველოშიც, ქართველი მომხმარებლების მხრიდან. ქართულ ბაზარზე ავტომობილმა ძალიან დიდი ნდობა და აღიარება მოიპოვა. "ტოიოტა კავკასიას“ უნდა დავუფასოთ ის, რომ მრავალთვიანი შრომის შედეგად 1-ლი ივლისიდან "ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მის შოურუმში "ლენდ კრუიზერ 300-ს“ გთავაზობთ. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური დიზაინის, ბრუტალური, ელეგანტური ავტომანქანა ახალი უგზოობის სისტემით, გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და უსაფრთხოების სისტემით. მთავარი მესიჯი არის ის, რომ "უგზოობის მეფეს“ აქვს ამბიცია ერთდროულად იყოს კომფორტული და ყველგანმავალი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს არის "ლენდ კრუიზერის“ ისტორიის ხაზის გაგრძელება ახალი ამოცანებითა და ახალი მიზნებით. ვფიქრობთ, რომ "LC 300” ძალიან მალე წარმატების სიმბოლო გახდება“,- განაცხადა ნინო გაგუამ.

როგორც "ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერმა, თეა მანჯავიძემ აღნიშნა, 1-ლი ივლისიდან "LAND CRUISER 300“ "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა“ და "ტოიოტა ცენტრ ბათუმის“ შოურუმებში იქნება წარმოდგენილი. მომხმარებლებს კი "ტესტდრაივის“ გავლა შეეძლებათ.

"ამ მოდელის მიმართ არა მარტო მომხმარებლების, არამედ ჩვენი მხრიდანაც ძალიან დიდი მოლოდინი იყო. ეს არის "ტოიოტას“ ლეგენდარულ ყველგანმავალთა სამოდელო ხაზის ერთ-ერთი ღირსეული გამგრძელებელი. წინა მოდელთან შედარებით აბსოლუტურად სხვა მანქანაა, რომელიც სხვადახვა სეგმენტის მომხმარებლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოდელს სრულიად საქართველო ელოდებოდა, რადგან შემომავალი ზარები და შეტყობინებები არ წყდება. პირველი ივლისიდან "LC 300“ "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა“ და "ტოიოტა ცენტრ ბათუმის“ შოურუმში იქნება წარმოდგენილი. მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ "ტესტდრაივი“ გაიარონ და ამ მანქანის შესაძლებლობები თავად გამოსცადონ. ძალაშია ასევე "თრეიდ-ინ“ კამპანიაც. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია "ტოიოტას“ ნებისმიერი მოდელი ჩააბაროს, სხვაობის დაფარვით კი "ლენდ კრუიზერ 300“ შეიძინოს. ამ მოდელის შეძენა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ლიზინგითა და საბანკო განვადებით“, - აღნიშნა თეა მანჯავიძემ.

იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ და საკუთარ თავზე გამოსცადოთ ავტომიბილის ყველა უპირატესობა, ჩაეწერეთ ტესტ დრაივზე ონლაინ.

შეგახსენებთ, რომ Toyota Land Cruiser 300-ის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: "ტოიოტა ცენტრი თბილისი“, "ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ და "ტოიოტა ცენტრი ბათუმი“.

(R)