"ბრიკი“ - ახალი powerbank ქირაობის სერვისი, რომლის საშუალებითაც მობილური მოწყობილობების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ - კვირის პალიტრა

"ბრიკი“ - ახალი powerbank ქირაობის სერვისი, რომლის საშუალებითაც მობილური მოწყობილობების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ

ქართულ ბაზარზე შვედური კომპანია გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივ მომხმარებლებს სრულიად ახალ, ყველასთვის საჭირო და უსაფრთხო სერვისს სთავაზობს. "ბრიკი“ ეს არის power bank მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მობილური ტელეფონების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ. ამ დროისთვის აღნიშული სერვისი კომპანიამ უკვე 30-მდე ობიექტზე, სტენდების სახით გახადა ხელმისაწვდომი. კერძოდ, ღვინის ქარხნის რამდენიმე რესტორანში, M გრუპის რესტორნებში, ასევე მოლებში. სულ მალე კი, ჩამონათვალს სხვა ღია სივრცეები, ფესტივალები და ბენზინგასამართ სადგურებიც დაემატება.

შვედური კომპანია "ბრიკი“ 2019 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე შვედეთსა და გერმანიაში ფაუერ ბანკების გაქირავებით ლიდერია, ხოლო მალე ავსტრალიაში, თურქეთში და კანადაშიც გააგრძელებს ოპერირებას. ბრიკი უკვე 2 თვეა, რაც საქართველოშია. კომპანიის ქართული წარმომადგენლობა Brick Caucasus მალე ამიერკავკასიაშიც შევა და იქნება ერთადერთი და ლიდერი კომპანია, რომელიც მსგავსი ინოვაციური პროდუქტით მოამარაგებს ბაზარს.

Brick თანამედროვე ცხოვრების წესს ფეხ და ფეხ მიჰყვება და ვითარდება. შესაბამისად, სერვისი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

თუ თქვენ მობილური ტელეფონი გიჯდებათ, შეგიძლიათ აპლიკაციის რუქიდან იპოვოთ და შემდეგ QR კოდის საშუალებით გაააქტიუროთ უახლოესი "ბრიკი“, აიღოთ სტენდიდან აიღოთ power bank-ი და ისარგებლოთ რამდენი ხანიც გსურთ. "ბრიკს“ მოჰყვება კაბელი, რომელიც ყველა ტელეფონს ერგება.

რაც შეეხება მის ღირებულებას, 1 საათის ფასი 3 ლარია, 2 საათის - 5 ლარი, მთელი დღით "ბრიკის“ ქირაობა კი, 7 ლარი დაგიჯდებათ. ამასთან, აღნიშნული მოწყობილობა შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა, თქვენთვის ხელსაყრელ სადგურზე დააბრუნოთ. აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ მარტივია, ამ ეტაპზე ის Android და IOS სისტემების მობილურზეა გათვლილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ "ბრიკის“ power bank-ები არ აზიანებს ელემენტს, უზიარებს მას ჯანსარ ენერგიას და ეკომეგობრულია.

"ბრიკის“ მარკეტინგის მენეჯერის ნინი ზექალაშვილს თქმით, დღეს მსოფლიოში ე.წ შეარინგ სერვისი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი მიგნება და ტრენდი გახდა. მაშინ, როდესაც ბაზარი გაჯერებულია პროდუქტებით (ფასიც შესაბამისია), მომხმარებელს კი კონკრეტული ნივთი დროებით სჭირდება, მცირედ თანხად ქირაობა, ბევრად უფრო ხელსაყრელი და ბიუჯეტურია.

"power bank-ების "შეარინგის“ პირველი პრეცედენტები აზიაში იყო, კონკრეტულად, ჩინეთში და ეტაპობრივად მთელს მსოფლიოს მოედო. მათ შორის, აშშ-ში ეს მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა. ამის მიზეზია ის, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველა დაკავებული ვართ, გვჭირდება სოციალური ქსელები და ყველა ინფორმაცია მობილურებში გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ტელეფონი მუდმივად იყოს ჩართულ მდგომარეობაში“,- ამბობს ნინი ზექალაშვილი.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, მომხმარებელს შეუძია, რომ "ბრიკი“ 5 დღის განმავლობაში გამოიყენოს (წაიღოს). მისი თქმით, აპლიკაციაზე მიბმული იქნება საბანკო ბარათი და თანხის ტრანზაქცია პირდაპირ მოხდება. თუმცა, თუ power bank-ს ადგილზე არ დააბრუნებს, ჯამური ღირებულება გამოყენებული დღეების ჩათვლით იქნება 105 ლარი, რომელიც ბარათიდან ჩამოეჭრება მოხმარებელს და მის საკუთრებაში დარჩება.

"აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია სხვადასხვა ენაზეა და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ქართულიც. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ კითხვაზე დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ამომწურავად ვუპასუხებთ“- აცხადებს ნინი ზექალაშვილი.

როგორც კომპანიის მენეჯერი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სერვისი ქართულ ბაზარზე სულ რაღაც 2 თვეა, რაც გამოჩნდა, მოთხოვნა უკვე 1000%-ით გაიზარდა.

"ბრიკზე“ ბოლო კვირაში დაახლოებით, 1000%-ანი ზრდა გვქონდა. ვაპირებთ, რომ აღებული სტარტი ასევე წარმატებით გავაგრძელოთ და ჩვენი აქტივობებით, მოხმარების მზარდი ტენდენცია შევინარჩუნოთ. მით უფრო, რომ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს. კომპანიის მენეჯმენტმა ბაზარზე შემოსასვლელად საკმაოდ დიდი გზა გაიარა - წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევები, მოლაპარაკებები, საოპერაციო და ტექნიკური სამზადისი, ტესტირებები - შესაბამისად, მზად ვართ ყველა იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილის ათვისებისთვის, სადაც ჩვენი მომხმარებლები იქნებიან და Brick-ს აუცილებლად გამოიყენებენ.“,- ამბობს ნინი ზექალაშვილი.

ბრიკის აპლიკაცია Play store-სა და Apple store-ზე: