ფარმაცევტული კორპორაცია "GM PHARMA" შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს "წლის ლიდერი“ მფლობელი მესამედ გახდა - კვირის პალიტრა

ფარმაცევტული კორპორაცია "GM PHARMA" შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს "წლის ლიდერი“ მფლობელი მესამედ გახდა

“GM PHARMA” უკვე მესამედ ხდება "წლის ლიდერი“ კომპანია შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის კრიტერიუმების მიხედვით. აღნიშნული წარმატება ხაზს უსვამს კორპორაციის დინამიურ და მდგრად განვითარებას, რომელიც საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სტაბილურად მოწინავე პოზიციის დაკავებაში აისახება.

2 ივლისს, სამედიცინო ველნეს-კურორტ "ბიოლში“ გაიმართა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეათე საიუბილეო ცერემონია. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დაჯილდოება წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო სტატუსის მქონე ბიზნეს-დაჯილდოებას, რომელიც საქართველოში იმართება.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო ,,Leader of the Year“ ოცდაათ ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით. კომპანია “GM PHARMA”, 2020 წლის შედეგებით, გახდა საუკეთესო ფარმაცევტული კომპანია საქართველოში დასაქმებულებზე დანახარჯების მიხედვით და ეს არის როგორც საშუალო ხელფასი, ასევე ჯამური დანახარჯები დასაქმებულებზე, სადაც შედის სხვა ბენეფიტები და თანამშრომლების ტრენინგებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხები.

“GM Pharma”-სთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება დიდი პატივია, რადგან კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად მიზანს თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი პროფესიული განვითარება და ერთ ძლიერ გუნდად ფორმირება წარმოადგენს. კორპორაცია თითოეულ დასაქმებულს “GM PHARMA”-ს დიდი ოჯახის ინდივიდუალურ წევრად განიხილავს და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მათ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

“GM PHARMA”-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა, ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "წლის ლიდერი“ კომპანიის ჯილდოს მიღება 2020 წლის შედეგებისათვის სიმბოლური იყო, რადგან “GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო გახლდათ.

"კომპანიას 2020 წელს არსებობის 20 წელი შეუსრულდა. წელს ჩვენთვის აქ მოხვედრა განსაკუთრებით საამაყოა. იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანები სამსახურებს კარგავენ ან დამსაქმებლები მათ ხელფასს უმცირებენ, “GM PHARMA”-მ 2021 წლის დასაწყისში საშუალო სახელფასო ფონდი თავის 700 თანამშრომელზე 15%-ით გაზარდა და აღნიშნული ზრდა კომპანიის თითქმის ყველა თანამშრომელს შეეხო“ - განაცხადა ბატონმა ლევანმა.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში.

“GM PHARMA”-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული ქარხანაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: “BOSCH”, “KORSCH”, “FETTE”, “UHLMANN”, “AGILENT” და სხვ.

საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010, აშშ საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, >150 ბრენდითა და >250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი პაციენტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოსა და საზღვარგარეთ.

“GM PHARMA” - ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)