გიორგი ხვედელიანი - "უდანაშაულო ადამიანი ბოროტებით მანიპულირების მსხვერპლი გახდა!" - კვირის პალიტრა

გიორგი ხვედელიანი - "უდანაშაულო ადამიანი ბოროტებით მანიპულირების მსხვერპლი გახდა!"

ცხადია, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანი ბოროტებით მანიპულირებაა იმისათვის, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამისთვის მზად არიან სასწორზე დადონ ადამიანის უფლებები, ქვეყნის რეპუტაცია და მომავალი. და, როგორც დღეს გაცხადდა, ადამიანის სიცოცხლეც.

ეს უნდა იყოს უკანასკნელი სიგნალი, რომელიც გამოგვაფხიზლებს და ვიბრძოლებთ, სანამ არ დავიბრუნებთ ქვეყანას და განვითარების იმედს!

ვუსამძიმრებ ოჯახს და კოლეგებს უდანაშაულო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, რომელიც საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საზარელი დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომლისთვისაც დამნაშავე ადრე თუ გვიან არ აგებს პასუხს!