გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ლიტერატურული გაჩერება მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება! - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ლიტერატურული გაჩერება მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება!

თუ გიყვართ ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, მოიწყო დაუვიწყარი ლიტერატურული თავგადასავალი, დაესწრო საინტერესო ღონისძიებებს, გაცვალო უსარგებლო მაკულატურა წიგნებში და მოუფრთხილდე გარემოს, მაშინ ჩვენ თქვენთან მოვდივართ.

გამომცემლობა "პალიტრა L "-ის ლიტერატურული გაჩერება მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება. მასთან ერთად იმოგზაურებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი, "მაკულიტერატურა"რომლის მიზანია გარემოზე ზრუნვა.

19-20 ივლისი - თელავში, 11-დან 19 საათამდე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე (ერეკლე II-ის ქუჩა) გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე 60%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ. აქვე შესაძლებელი იქნება მაკულატურის გაცვლა წიგნებში. 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით. მოიტანეთ თაბახის ფურცლები, ძველი წიგნები, ჩვენთან კი ახალი და საინტერესო გამოცემების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.

20 ივლისი - თელავის "ბიბლუსი გალერეაში" 18:00 საათზე მკითხველი შეხვდება კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" - გამარჯვებულს და "საბას" პრემიის ფინალისტ ნიკოლოზ ცისკარიშვილს, ასევე - გამომცემლობა "პალიტრა L "-ის მწერალს და "საბას" პრემიის ფინალისტ ალეკო შუღლაძეს. გაიმართება წიგნების - "ცეცხლის წამკიდებელი" და "ლაბირინთი მანუელისთვის" - პრეზენტაცია.

21 ივლისი - ახმეტაში (მერიის წინ), 11-დან 19 საათამდე, გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა 60%-მდე ფასდაკლებით. მკითხველს ელოდება უამრავი ახალი გამოცემა. აქვე შესაძლებელი იქნება მაკულატურის გადაცვლა წიგნებში (1კგ 1 ლარი).

22 ივლისი - ყვარელში 11-დან 19 საათამდე მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუდიგორის ქ. #2) გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. 60%-მდე ფასდაკლება სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე. ყვარელი ასევე მასპინძლობს პროექტ "მაკულიტერატურას". აქციის ფარგლებში მომხმარებლები 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლიან; თაბახის ფურცლების, ძველი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების სანაცვლოდ ახალი და საინტერესო ლიტერატურის დიდი არჩევანი დახვდებათ.

23 ივლისი - ლიტერატურული გაჩერება ლაგოდეხში (ლაგოდეხის ცენტრი). 11-დან 19 საათამდე გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ახალ გამოცემებს და შეიძინოს წიგნები ფასდაკლებით.

25 ივლისი - ლიტერატურული გაჩერება ყაზბეგში. წიგნის მოყვარულებთან შეხვედრა 11-დან -19 საათამდე (ალექსანდრე ყაზბეგის ქ. # 24, განათლების, კულტურისა და სპორტის შენობა).

26 ივლისი - ლიტერატურული გაჩერება გორში (სტალინის ქ. #16), წიგნის სამყაროში გამოგზაურებთ 11-დან 19 საათამდე. ლიტერატურული გაჩერების" ფარგლებში გამომცემლობა "პალიტრა L" სურამში, სიონში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, ლენტეხში, საჩხერეში, ჭიათურაში, ტყიბულში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბახმაროში შეივლის. ამის შემდეგ ლიტერატურული ქარავანი ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმშიც გაჩერდება. გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა 60%-მდე ფასდაკლებით. მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ახალ-ახალ გამოცემებსაც. ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში პროექტ "მაკულიტერატურის" აქციაც გაიმართება. 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

რაც შეეხება ღონისძიებებს ბათუმის "ბიბლუსი გალერეაში", აქ ბათუმელ მკითხველს შეხვდებიან პროექტის - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის" - გამარჯვებული თინათინ ბერიძე და "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020"-ის გამარჯვებულები ქარდა ქარდუხი და დავით ჩომახიძე.

იმოგზაურეთ "პალიტრა L "-თან ერთად და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადეთ ზაფხულის ფერადი და თბილი დღეები.