დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გუსტავ კლიმტის ალბომი - კვირის პალიტრა

დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გუსტავ კლიმტის ალბომი

კლიმტის ნახატების შესახებ ბევრს საუბრობენ, ბევრია ჰიპოთეზა, ლეგენდაც და ჭორიც, მაგრამ ფაქტია, რომ სიმბოლიზმის ოსტატმა მსოფლიოს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომლის შესახებ მსჯელობას, ალბათ, ბოლო არ უწერია. თუკი გიყვართ კლიმტის შემოქმედება, გსურთ მისი ნა-ხატების ზუსტი ასლებით დატკბეთ და თანაც მხატვრის შესახებ ინფორმა-ციასაც გაეცნოთ, გეტყვით, რომ დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ ცნობილი სერიის "დიდი მხატვრების“ ახალი, გუსტავ კლიმტის ალბომი. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

"დიდი მხატვრების“ სერიის ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატ-ვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვე-ნი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინა-ხავთ.

ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. "დიდი მხატვრების“ სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფი-ულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრები-სეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.