როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სკოლა? - განათლების საერთაშორისო სტანდარტი წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში - კვირის პალიტრა

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სკოლა? - განათლების საერთაშორისო სტანდარტი წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში

ალბათ, ყველა მშობელი დაგვეთანხმება, რომ სკოლის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო და არც თუ ისე მარტივი პროცესია. გვიწევს გავითვალისწინოთ საკმაოდ ბევრი საკითხი და, ამავდროულად, გვინდა, რომ სკოლა ერთდროულად ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდეს:

- სასწავლო პროგრამები საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს

- უცხო ენები გაძლიერებულად, თანამედროვე მეთოდებით ისწავლებოდეს

- მოსწავლეები სწავლობდნენ კრიტიკულ აზროვნებას

- ჰქონდეს კარგი მდებარეობა

- მოწყობილი იყოს სპორტული ინფრასტრუქტურა, საუკეთესო შემთხვევაში კი, სკოლას ჰქონდეს საკუთარი საცურაო აუზი

- ინფრასტრუქტურა თანამედროვე და მოწესრიგებული იყოს

- მაღალ დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები

და კიდევ სხვა ბევრი.

ჯერ არ გიპოვიათ სკოლა, რომელიც ამ პარამეტრებს ამაყოფილებს?

ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა დაარსდა გამორჩეული იდეით – იყოს ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ინოვაციური და მრავალმხრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. თითქმის ათწლიანი არსებობის მანძილზე, სკოლა მუდმივად ავითარებს სწავლების მეთოდებს და აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას, რის გამოც, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა ერთ-ერთ სასურველ საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს. სკოლა, ბრიტანული ცენტრის ბაზაზე, 2012 წელს დაფუძნდა და ცხადია, ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით განსაკუთრებულ მეთოდებს, მათ შორის, კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლეს პროგრამებს იყენებს.

წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა თბილისში. სასწავლებლის საგანმანათლებლო პოლიტიკა თანამედროვე მიდგომებს ეფუძნება. ECIS (European Council of International Schools) – ევროპის საერთაშორისო სკოლების საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებული მიდგომა, რომელიც ახალი ათასწლეულის მოთხოვნების შესაბამისობაშია. ინოვაციური და კომპლექსური მიდგომის გამოყენებით, სკოლა თითოეული ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ, ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებაში საუკეთესო შედეგებზეა ორიენტირებული.

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეებში საერთაშორისო ცნობიერების განვითარებას, რაც გულისხმობს მსოფლიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფუნქციონირებების და მექანიზმების ცოდნას და გაანალიზებას. ამას გარდა, სკოლა გახლავთ ბრიტანეთის PSHE (Personal, Social, Health and Economic Education) ასოციაციის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში და სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული აქვს საგნის მე-2 კლასიდან ინგლისურ ენაზე სწავლება.

წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის ერთ-ერთი უპირატესობაა მისი ადგილმდებარეობა, რომლის შერჩევასაც დიდი ყურადღებით დაეთმო. წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა დიღმის მასივში მდებარეობს. რაკი ბავშვები დღის მნიშვნელოვან ნაწილს სასწავლებელში ატარებენ, მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების მოქნილობა და სივრცე – სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებისთვის. სკოლას ემსახურება სატრანსპორტო კომპანია. ინფრასტრუქტურა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთანაა თანხვედრაში: მოწყობილია შიდა და გარე სპორტული ინფრასტრუქტურა. სკოლას აქვს სხვადასხვა ასაკზე გათვლილი 2 საცურაო აუზი, სადაც ბავშვებს ცურვას პროფესიონალი ტრენერები ასწავლიან.

სკოლაში ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტები ფუნქციონირებს.

კლასში მოსწავლეთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა - 15 ბავშვი, გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია, მხოლოდ 2 მოსწავლის დამატება. სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე და სრულდება 17:00 საათზე.

სკოლა აღჭურვილია საექსპერიმენტო ხელსაწყოებითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, მრავალენოვანი ბიბლიოთეკით, საბავშვო თეატრით, 21-ე საუკუნის კომპიუტერული ლაბორატორიითა და კაფეტერიით (სკოლაში ორჯერადი კვებაა).

სასკოლო უსაფრთხოება ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. სკოლის ტერიტორია აღჭურვილია უახლესი დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო და გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით.

სასურველი სკოლის შერჩევა მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის და, ალბათ, თქვენც ძალიან ბევრი დამატებითი შეკითხვა გაქვთ, რაც გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია. ამ პროცესში სკოლის გვერდი https://www.facebook.com/saintnicholasschool.ge დიდ დახმარებას გაგიწევთ.

(R)