გიორგი ხვედელიანი - “ჯანდაცვის სისტემა ჩიხშია, აუცილებელია მაქსიმალურად ვმობილიზდეთ და თავი დავიცვათ!” - კვირის პალიტრა

გიორგი ხვედელიანი - “ჯანდაცვის სისტემა ჩიხშია, აუცილებელია მაქსიმალურად ვმობილიზდეთ და თავი დავიცვათ!”

დღეს მთელი პასუხისმგებლობა მოქალაქეებზეა გადატანილი. მოსახლეობის აცრის პროცესს თითქმის ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ვერც საინფორმაციო დონეზე, ვერც ტექნიკურად. არ გვაქვს სათანადო რაოდენობის ვაქცინა და რაც გვაქვს, ისიც მისტიურად ქრება. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შექმნილი პორტალი ვერ გაიმართა, მიუხედავად კოვიდ ფონდისათვის მიღებული მილიარდებისა.

სავაადმყოფოებში ელემენტარულ კვლევებზე მისული ადამიანები ს ინფიცირებულთაგან იზოლირებას ვერ ახერხებენ და საავადმყოფოები ვირუსის გავრცელების მთავარი კერა ხდება. წელიწადნახევრიანი გამოცდილების მიუხედავად, ქვეყანაში გვაქვს სიკვდილიანობის გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი.

ხელისუფლება საყოველთაო საფრთხის წინაშეც ვერ ამბობს უარს ხელის მოთბობაზე, რაც შარშანვე ცხადი გახდა, როდესაც ვითომ პირბადეები შეკერეს. ჯანდაცვის სისტემა ჩიხშია, დამნაშავე ხელისუფლებამ მოქალაქეები კოვიდის წინაშე მარტო დატოვა. აუცილებელია მაქსიმალურად ვმობილიზდეთ და თავი დავიცვათ!