საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართული ესტრადის ლეგენდას საიუბილეო თარიღს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართული ესტრადის ლეგენდას საიუბილეო თარიღს  ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის
ადმინისტრაცია, აკადემიური და სამეცნიერო წრეები, თანამშრომლები ქართული ესტრადის
ლეგენდას, ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავენ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს იმ ფაქტით, რომ ქართული ესტრადის ლეგენდა
ნანი ბრეგვაძე, საშემსრულებლო კარიერით, უნივერსიტეტს უკავშირდება და მის სახელგანთქმულ
ორკესტრთან ერთად, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო
ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნანი ბრეგვაძემ პირველი
აღიარება, 1957 წელს, სწორედ „გეპეის ორკესტრთან“ ერთად მოიპოვა,
როცა მოსკოვის მეექვსე
საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი გახდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქალბატონ ნანის 85 წლის იუბილეს ულოცავს, უსურვებს
ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებას“, - აღნიშნულია საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის მილოცვაში.
ცნობისათვის, საქართველოსთვის სათაყვანო მომღერალმა სასცენო მოღვაწეობა 1956 წლიდან,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იმდროინდელი საქართველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტის საესტრადო
ორკესტრთან თანამშრომლობით დაიწყო. ე.წ. "გეპეის ორკესტრმა“ და
მასთან არსებულმა ვაჟთა კვარტეტმა კი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, ათეული
წლების განმავლობაში, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.


(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები