UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტეკლასი ჩაატრეს
UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტეკლასი ჩაატრეს
2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნახევრად მსუბუქ წონაში და მსოფლიოს ქამრის მფლობელი ალჟამაინ ანტონიო სტერლინგი და მსოფლიოში UFC-ის ცნობლი მებრძოლი ალექსანდრე ჯეი იაკვინტა ქართველი მებრძოლის, მსოფლიო ათეუში შესული, მერაბ დვალიშვილის მოწვევით საქართველოში იმყოფებიან. მათ თბილისში UFC - ის ქართული კლუბის "MMA Warriors’’ ბაზაზე საჩვენებელი მასტეკლასი ჩაატარეს.



ალჟამაინ ანტონიო სტერლინგი: "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ის UFC -ის მსოფლიო ოქტაგონზე ძლიერი და ბევრი კარგი მებრძოლით არის წარმოდგენილი და ამ მიმართულებით ქვეყანას
კარგი პერსპექტივები აქვს. თავად საქართველო ხომ საოცარი ქვეყანაა, უგემრილესი საჭმელებით და კარგი ღვინით, მოსიყვარულე ადამიანებით’’.



მერაბ დვალიშვილი: "საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოსვლა ძალიან დიდ სტიმულია UFC-ის ქართველი მებრძოლეებისთვის, მათი მხრიდან დაინტერესება კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ საკამოდ ძლიერად ვართ წარმოდგენილი UFC-ის მსოფლიო ოქტაგონზე.

"საქართველოს ეროვნული ლატარია’’,
როგორც ქართული სპორტის აქტიური ქომაგი, აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია. UFC -ის მსოფლიო ვარსკვლავებთან მასტეკლასში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მებრძოლმა არჩილ გოგოლაშვილმაც, რომელიც მრავალი ბრძოლის გამარჯვებული და პერსპექტიული მებრძოლია. არჩილ გოგოლაშვილს დასახული მიზნების მიღწევაში "საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ეხმარება.

"საქართველოს ეროვნული ლატარია’’ მომავალშიც გააგრძელებს ქართული სპორტის და UFC-ის დამწყები და პერსპექტიული მებრძოლეების მხარდაჭერას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები