"ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის საქართველოში გახსნა აშშ-სა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობაა“ - აშშ-ს საელჩო საქართველოში - კვირის პალიტრა

"ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის საქართველოში გახსნა აშშ-სა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობაა“ - აშშ-ს საელჩო საქართველოში

ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტის, ვებსტერის კამპუსი საქართველოში ადგილობრივ და რეგიონალურ სტუდენტებს 2022 წლიდან მიიღებს. საქართველოს კამპუსი უცხოელი პროფესორებით უკვე დაკომპლექტდა. მსოფლიოს ყველა ფილიალიდან 57 პროფესორი ჩაერთო პროგრამების განვითარებაში, აკადემიური კონკურსი გამოცხადდება საქართველოშიც.

ვებსტერის უნივერსიტეტმა, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებამდე, მასშტაბური კვლევა ჩაატარა. გაანალიზებულ იქნა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცე და შრომის ბაზარი, ბიზნეს გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ა.შ.

ვებსტერი აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად მოიაზრებს, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან სწავლის გაგრძელებით დაინტერესდებიან. საქართველომ შექმნა მეგობრული გარემო საერთაშორისო ბიზნესისთვის, სტარტაპებისთვის და ინოვაციებისთვის. ინგლისური ენის ცოდნითაც, საქართველოს მაჩვენებელი წინ უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს. ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სტუდენტებს სჭირდებათ საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შრომის ბაზრის შესაბამის ცოდნას მისცემს მათ და საბოლოოდ ჯამში გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს.

საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნას მიესალმება აშშ-ს საელჩო.

“ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის საქართველოში გახსნა არის წარმატებული თანამშრომლობა საუკეთესო ამერიკულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლიდან ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ ამერიკული განათლება ადგილობრივად. სწავლა სამი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: საერთაშორისო ურთიერთობები, მედია კომუნიკაციები და მენეჯმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთო ხედვა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს გააჩნიათ ეკონომიკისა და საზოგადოების გაძლიერებისთვის საქართველოში და მთელ რეგიონში. აშშ ამაყობს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოში განათლების დონის ამაღლებისთვის. მინდა აშშ-ს საელჩოს სახელით ყველას გულით მივულოცო ეს განსაკუთრებული სიახლე. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება,“ - აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი.

ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ. ვებსტერის უნივერსიტეტმა უკვე აამოქმედა აშშ-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელი საქართელოს ფილიალისთვის, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ წვდომა უახლეს ლიტერატურასთან და მაღალი კლასის კვლევებთან.

ვებსტერ საქართველოში სწავლის გაგრძელებით ადგილობრივების გარდა უკვე დაინტერესებული არიან სტუდენტები უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.