საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტმა "პროპარკო" (Groupe Agence Française de Développement) და კრედო ბანკმა ხელი მოაწერეს კაპიტალში ინვესტირების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც "პროპარკო" კრედო ბანკის ახალი თანამფლობელი გახდა.

ხელმოწერის ცერემონიალზე "პროპარკოს" და კრედო ბანკს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ და განაცხადა, რომ კაპიტალში ინვესტირების ხელშეკრულება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ქართული საბანკო სისტემის მიმართ ძალიან მაღალია.

"დღეს, როდესაც პანდემიას ჯერ კიდევ არ გაუვლია, საფრანგეთის განვითარების საფინანსო
ინსტიტუტის კაპიტალში წილობრივი შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ქართული საბანკო სისტემის მიმართ ძალიან მაღალია.
ეს არ არის მხოლოდ ფინანსური სექტორი, ეს ნიშნავს, რომ იმ მონეტარულ პოლიტიკას, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს ასევე მაღალი შეფასება აქვს, რადგან შეუძლებელია ფინანსური სტაბილურობა სწორი მონეტარული პოლიტიკის გარეშე.
კრედო ბანკი იზრდება და ვითარდება, ბანკის აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ძირითადად კონცენტრირებულია რეგიონებში, ფინანსურ რესურსებს აწვდის მაგალითად სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის, რაც როგორც დასაქმებისთვის, ასევე რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია",- აღნიშნავს კობა გვენეტაძე.
როგორც მან განმარტა, ის ფაქტი, რომ "პროპარკო" კრედო ბანკის ახალი თანამფლობელი გახდა სექტორში ჯანსაღ კონკურენციაზეც მიუთითებს.
"რაც შეეხება ამ გარიგებას, ესეც აჩვენებს, რომ სექტორში ჯანსაღი კონკურენციაა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინვესტორს უნდა ქვეყნის დატოვება, ან შემოსვლა ესეც თავისუფალია ქართულ საბანკო სისტემაში იმ შემთხვევაში, თუ ის არსებულ პირობებს აკმაყოფილებს", - აცხადებს გვენეტაძე.

ინვესტირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ და აღნიშნა, რომ ფინკა ბანკს დეპოზიტების მყარი ბაზა გააჩნია, კრედო ბანკთან თანამშრომლობის შედეგად კი ფინკა ბანკის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ სრული საბანკო პროდუქტებით ისარგებლონ.

"პროპარკომ" მხარი დაუჭირა თავისი კაპიტალის ინვესტირებით ფინკა ბანკის შესყიდვას, ასევე კრედო ბანკის სამომავლო ზრდას. ფინკა ბანკის შესყიდვა კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ფინკა ბანკის პროფესიონალი თანამშრომლები შეუერთდებიან კრედოს გუნდს, რაც ასევე შესაძლებლობაა ფინკა ბანკის თანამშრომლებისთვის. მნიშნველოვანია, რომ ფინკა ბანკს დეპოზიტების მყარი ბაზა გააჩნია. რაც შეეხება ფინკა ბანკის მომხმარებლებს, ფინკა ბანკს ცოტა შეზღუდული პროდუქტები ჰქონდა, კრედო ბანკს კი საბანკო პროდუქტების უფრო ფართო სპექტრი გააჩნია. ფინკა ბანკის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ სრული საბანკო პროდუქტებით ისარგებლონ კრედო ბანკთან ერთად",- დასძენს კრედო ბანკის გენერალური დირექტორი ზაზა ფირცხელავა.
"პროპარკოს" რეგიონალური დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, თურქეთში, კავკასიაში, ბალკანეთსა და ცენტრალურ აზიაში სტეფან ფროსარდი აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიან ინსტიტუტთან ურთიერთობა, "კრედო ბანკი " კი პასუხისმგებლიანი სოციალური მისიაა.

"კრედო" ბანკთან პარტნიორობა 2015 წელს დავიწყეთ. 6 წლის წინ, როდესაც "კრედო" ჯერ კიდევ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო და იმ დროიდან ჩვენ "კრედოს" ოთხი განსხვავებული საკრედიტო ხაზით უზრუნველვყოფთ.
დღევანდელი გარიგება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიან ინსტიტუტთან ურთიერთობა. "კრედო" პასუხისმგებლიანი სოციალური მისიაა, ჩვენ მათ 5 წელია ვიცნობთ, ვენდობით მათ, ვენდობით მენეჯმენტს, ვენდობით მმართველობას და დარწმუნებულები ვართ, ისინი არიან "პროპარკოს" სწორი პარტნიორები საქართველოში. ამასთან, ეს მნიშვნელოვანი გარიგებაა, ვინაიდან არის პირველი კაპიტალით გარიგება ქვეყანაში. ეს რასაკვირველია, ძალიან კარგი სიგნალია ბაზრებისთვის, რომ "პროპარკო" აბანდებს კაპიტალს საქართველოს კომპანიაში და გზას უხსნის სხვა მსგავს გარიგებებს უახლოეს მომავალში.
აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კოვიდის მძიმე პერიოდს ემთხვევა, როდესაც ბევრი ინვესტორი თავს არიდებს ევროპულ ბაზრებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარიგება ამ მძიმე კონტექსტსა და კოვიდ კრიზისშიც კი მოხდა",- დასძენს "პროპარკოს" რეგიონალური დირექტორი სტეფან ფროსარდი.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები