"ემბავუდმა" ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა - კვირის პალიტრა

"ემბავუდმა" ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა

შატო მუხრანში Global Idea-სა და Global Idea-ის მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული, ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ბიზნეს ღონისძიებაზე "ემბავუდმა" ავეჯის ნომერ პირველი საწარმოს წოდება მიიღო.

ჩვენი გუნდისთვის ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივი და დამატებითი სტიმულია. გვიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ "ემბავუდი" აღიარა, როგორც წარმატებული კომპანია. ამის საფუძვლად სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ისეთი ცვლილებები მიგვაჩნია, როგორიც საწარმოს გადაიარაღება, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოებაში ევროპულ ხარისხის დანერგვაა. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში სრულად განახლებულმა ბრენდის მიდგომამ კომპანია ქართველ მომხარებელზე ორიენტირებული გახადა. საბოლოოდ კი ინოვაციურობა და სიახლის კონცეფცია "ემბავუდისთვის" მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. მადლობა მინდა გადავუხადოთ Global Idea-ს ისეთი პლატფორმის შექმნისთვის, სადაც კომპანიებს საშუალება გვეძლევა ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და ერთად ვიზეიმოთ წარმატება - განაცხადა სენან ომაროვმა, კომპანია "ემბავუდის" დირექტორმა.

მისივე თქმით, "ემბავუდს" საქართველოში ყველაზე მასშტაბური წარმოება აქვს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს სრულად უზრუნველყოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები და დაიწყოს პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

"ოქროს ბრენდი"-ს დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად გამოკითხვა მიმდინარეობდა მომხმარებლებშიც. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ "ემბავუდი" ავეჯის მაღაზიათა ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და 14 წელია მაღალი ხარისხის ავეჯს თავაზობს ქართველ მომხმარებლებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 2 ქარხნითა და 24 მაღაზიითაა წარმოდგენილი. "ემბავუდის" მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს მათზე მორგებული ავეჯი, რომელიც ხარისხითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა და ქმნის მყუდრო, გამორჩეულ გარემოს.

(R)