"ემბავუდმა" ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა
"ემბავუდმა" ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა
შატო მუხრანში Global Idea-სა და Global Idea-ის მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული, ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ბიზნეს ღონისძიებაზე "ემბავუდმა" ავეჯის ნომერ პირველი საწარმოს წოდება მიიღო.

ჩვენი გუნდისთვის ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივი და დამატებითი სტიმულია. გვიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ "ემბავუდი" აღიარა, როგორც წარმატებული კომპანია. ამის საფუძვლად სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ისეთი ცვლილებები მიგვაჩნია, როგორიც საწარმოს გადაიარაღება, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოებაში ევროპულ ხარისხის დანერგვაა. გარდა ამისა, პანდემიის
პერიოდში სრულად განახლებულმა ბრენდის მიდგომამ კომპანია ქართველ მომხარებელზე ორიენტირებული გახადა. საბოლოოდ კი ინოვაციურობა და სიახლის კონცეფცია "ემბავუდისთვის" მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. მადლობა მინდა გადავუხადოთ Global Idea-ს ისეთი პლატფორმის შექმნისთვის, სადაც კომპანიებს საშუალება გვეძლევა ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და ერთად ვიზეიმოთ წარმატება - განაცხადა სენან ომაროვმა, კომპანია "ემბავუდის"
დირექტორმა.

მისივე თქმით, "ემბავუდს" საქართველოში ყველაზე მასშტაბური წარმოება აქვს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს სრულად უზრუნველყოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები და დაიწყოს პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
"ოქროს ბრენდი"-ს დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად გამოკითხვა მიმდინარეობდა მომხმარებლებშიც. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ "ემბავუდი" ავეჯის მაღაზიათა ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და 14 წელია მაღალი ხარისხის ავეჯს თავაზობს ქართველ მომხმარებლებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 2 ქარხნითა და 24 მაღაზიითაა წარმოდგენილი. "ემბავუდის" მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს მათზე მორგებული ავეჯი, რომელიც ხარისხითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა და ქმნის მყუდრო, გამორჩეულ გარემოს.

(R)

ელიო
30 ივლისი 2021 14:57
ჩემს სახლში თითქმის მთელი ავეჯი ემბავუდში მაქვს ნაყიდი 5 წლის წინ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მართლაც ძალიან პრაქტიკული და ლამაზი ავეჯია. მომსახურებაც ძალიან კარგი აქვთ. კონსულტანტებიც კარგები ჰყავთ. განსაკუთრებით ერთი გოგო დამამხსოვდა თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით. თუ კარგად მახსოვს, ნატო ერქვა. თავს არ ზოგავდა, რომ ჩემთვის საჭირო ავეჯი შეერჩია. მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის ამ არაჩვეულებრივ ადამიანს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები