საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს! - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს!

"საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ” და "SEU DEVELOPMENT”-მა, უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, სეუ-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს, საჩუქრად გადასცა "SEU DEVELOPMENT”-ის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე 100 კვ.მ. ბინა.

"დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის, ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ლაშას, გვჯერა მომავალშიც არაერთხელ ვიამაყებთ მისით. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ლაშასთვის ეს ისტორიული გამარჯვება მიგველოცა და საჩუქრად "SEU DEVELOPMENT”-ის დასრულებულ კომპლექსში, საბურთალოზე 100 კვ.მ ბინა გადაგვეცა. ვულოცავთ მთელ საქართველოს, ეს ქვეყნის გამარჯვებაა.“ აცხადებენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში და SEU DEVELOPMENT - ში.

(R)