ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბრიტანეთის საბჭო აბიტურიენტებს ინგლისური ენის ონლაინ საზაფხულო სკოლას სთავაზობს - კვირის პალიტრა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბრიტანეთის საბჭო აბიტურიენტებს ინგლისური ენის ონლაინ საზაფხულო სკოლას სთავაზობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, აბიტურიენტებისთვის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლას იწყებს. პანდემიის გამო, წელს საზაფხულო სკოლა ონლაინ ფორმატში გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-12 კლასის მოსწავლეებს და იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU, #197) აირჩიეს.

სკოლა მიზნად ისახავს, მე-12 კლასელების და აბიტურიენტების (ანუ KIU-ს მომავალი სტუდენტების) უნივერსიტეტში სწავლისთვის მომზადებას, მათ ხელშეწყობას - ადვილად ადაპტირდნენ ინგლისურენოვან სასწავლო გარემოსთან და სასწავლო პროცესთან.

ბრიტანეთის საბჭოს ზოგადი ინგლისური ენის კურსი (myClass) სამ თვეს გასტანს. მონაწილეს შეუძლია 3 პაკეტიდან (20 კრედიტი/30 კრედიტი/40 კრედიტი) აირჩიოს მისთვის სასურველი ერთ-ერთი პაკეტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეარჩევს და დააფინანსებს ტოპ ხუთი აბიტურიენტის სწავლის საფასურს. აბიტურიენტებს, რომელთაც სურთ KIU-ს დაფინანსების მიღება, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი აპლიკაცია: https://forms.gle/MAa4qMGNTnT2GwW47

საზაფხულო სკოლაში სწავლის საფასური განსხვავებულია კურსების მიხედვით და ფასი განისაზღვრება 20%-იანი ფასდაკლების შესაბამისად:

• სტანდარტული პაკეტი (20 კრედიტი) - საფასური 432 ლარი

• ინტენსიური პაკეტი (30 კრედიტი) - საფასური 576 ლარი

• სუპერ ინტენსიური პაკეტი (40 კრედიტი) - საფასური 672 ლარი

კურსის სასწავლო მასალა შედის საფასურში და სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.britishcouncil.ge/english/adults/myclass

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, არა უგვიანეს 2021 წლის 16 აგვისტოსა, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/MAa4qMGNTnT2GwW47

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს შემდეგ იმეილზე: office@ge.britishcouncil.org