ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარელი გიდები და მეღვინეები ტრენინგებს გადიან - კვირის პალიტრა

ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარელი გიდები და მეღვინეები ტრენინგებს გადიან

აჭარელი მეღვინეები და გიდები ღვინის ტურიზმის მიმართულებით კახეთის გამოცდილებას ეცნობიან. ინტენსიური ტრენინგებისას მათ სწავლება ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ ჩაუტარდათ, როგორიცაა ღვინის მარკეტინგი, ღვინის დეგუსტაციის თეორია და ღვინის კლასიფიკაცია, როგორ წარმოვაჩინოთ ღვინის მარანი და ღვინო, ღვინისა და კერძების შეხამება, ასევე ქართული ვაზის სახეობები, ქვევრის ღვინო და ზოგადად, ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიები. პრაქტიკული ტრენინგებისას მონაწილეები კახეთში არსებულ ღვინის მარნებს ესტუმრნენ და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს გაეცნენ.

პროექტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გიდები და მეღვინეები საქართველოს სხვადახვა კუთხიდან ღებულობენ მონაწილეობას. ტრენინგებს ორგანიზებას DMO Visit Kakheti უწევს, მეღვინეებისა და გიდების ჯგუფები კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და საქართველოში მოქმედ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეირჩნენ. კახეთში თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები 4 ეტაპად მიმდინარეობს. ჯამში, ღვინის ტურიზმის მიმართულებით 80 გიდი და მეღვინე გადამზადდება.