დღეიდან "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-10 ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად - კვირის პალიტრა

დღეიდან "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მე-10 ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ქართველ მკითხველს საშუალება ექნება მე-10 ტომს გაეცნოს და გაჰყვეს ქართველთა კვალს მსოფლიოს შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში, ესენია: ერაყი, ლიბია, ინდოეთი, ჩინეთი, მონღოლეთი, ტაილანდი და კორეა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15.50 ლარი.

შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში.

ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.