ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის დაპროექტება იგეგმება
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის დაპროექტება იგეგმება
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის დაპროექტება იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებას გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლელა გოგუაძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მენეჯმენტთან ერთად ისპანის ტორფნარები დაათვალიერა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე
ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UUNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

"ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე დაპროექტდება რეკრეაციული სივრცე, სადაც მოსასვენებელი კოტეჯის მიმართულებით გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა შესაძლებელი. ასევე გაკეთდება შემეცნებითი სივრცე,
სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე ხელით შეხების საშუალება ექნებათ. აქტივობების სივრცესთან კი შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა მოეწყობა.

ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას და ერთი ორად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას", - ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(R)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები