დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ფიროსმანის ალბომი - კვირის პალიტრა

დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ფიროსმანის ალბომი

ფიროსმანის ნახატების შესახებ ბევრს საუბრობენ, ბევრია ჰიპოთეზა, ლეგენდაც და ჭორიც, მაგრამ ფაქტია, მხატვარმა მსოფლიოს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომლის შესახებ მსჯელობას, ალბათ, ბოლო არ უწერია. თუკი გიყვართ ფიროსმანის შემოქმედება, გსურთ მისი ნახატების ზუსტი ასლებით დატკბეთ და თანაც მხატვრის შესახებ ინფორმაციასაც გაეცნოთ, გეტყვით, რომ დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ცნობილი სერიის "დიდი მხატვრების" ფიროსმანის ალბომი. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

"დიდი მხატვრების" სერიის ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატ-ვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.

ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. "დიდი მხატვრების" სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.