“კარფური” უკვე ქუთაისშია - ფრანგული ბრენდის 50-ე ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი იმერეთში - კვირის პალიტრა

“კარფური” უკვე ქუთაისშია - ფრანგული ბრენდის 50-ე ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი იმერეთში

"კარფურმა,“ რომელსაც საქართველოში კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, კიდევ ერთი ახალი ჰიპერმარკეტი გახსნა, ამჯერად ქუთაისში.

ახალი ჰიპერმარკეტი, რომლის კარიც მომხმარებლებისათვის 25 აგვისტოს გაიხსნა, იმერეთში ბრენდის რიგით პირველი ჰიპერმარკეტია, საქართველოს მასშტაბით კი მის მეოთხე ფილიალს წარმოადგენს. სამი ჰიპერამრკეტი უკვე ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში. ჯამში კარფური საქართველოში 50 მაღაზიით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე კიდევ 10 ფილიალის გახსნას გეგმავს.

5,300 მ 2 სივრცის მქონე ახალი ჰიპერმარკეტი ჟიული შარტავას ქუჩა 2-ში, სავაჭრო ცენტრ "ვესთ ფოინთში“ მდებარეობს და მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:30 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება.

კარფურის ახალი ფილიალი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ფართო არჩევანს, როგორიცაა ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, "კარფურის“ ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ტექსტილი.

უფრო მეტიც, ახალი ფილიალი მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა თვითმომსახურების სალაროები, კაფე და ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც მომხმარებლის თვალწინ მზადდება, მათ შორის ცომეული - პური, ხაჭაპური, პიცა, ასევე, სუში და სენდვიჩები.

აღსანიშნავია, რომ "კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს გაიხსნა "თბილისი მოლში.“ მას შემდეგ, ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს შეუდარებელი, საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებს.

ბრენდმა 2021 წელს მრავალი ახალი მაღაზია გახსნა ქვეყნის მასშტაბით, რაც უფრო მეტ დასაქმების შესაძლებლობას ქმნის და ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეულ, რთულ პერიოდში.

"კარფურის“ წვლილი ეკონომიკის განვითარებაში სამართლიანად შეფასდა ახლახანს, როდესაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ კომპანია საქართველოში უმსხვილესი ინვესტორების ათეულში დასახელდა.

როგორც რეგიონიდან შექმნილი ბრენდი, რეგიონისთვის, "კარფური“ აგრძელებს ქართველი ფერმერების აქტიურ მხარდაჭერას და მომხმარებელს ყოველდღიურად ამარაგებს ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქტებით უშუალოდ ფერმერებისგან.

"კარფური“ ამჟამად საქართველოში 2500 ადამიანს ასაქმებს და გეგმავს კიდევ 1200 თანამშრომლის დასაქმებას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მომწოდებლებს, ფერმერებს და შესაბამისად, გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს.

(R)