30 აგვისტოდან ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლები“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად - საქართველოს ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი ოთხ წიგნად
30 აგვისტოდან ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლები“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად - საქართველოს ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი ოთხ წიგნად
ისტორია, რომელიც სიამაყით და ბრძოლის სურვილით გავსებს - სწორედ ასეთია ლევან სანიკიძის ნაწარმოები "უქარქაშო ხმლები“, რომელიც გამოჩენისთანავე ქართველი საზოგადოების დიდი ნათელი წერტილი გახდა და ასეა დღემდე.

"უქარქაშო ხმლები“ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოიცა, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და კომუნისტური ხელისუფლება ეროვნული გრძნობის მაქსიმალურ ჩახშობას ცდილობდა. თუმცა ეს იყო პერიოდი, როდესაც ნაციონალურმა სულისკვეთებამ გამოფხიზლება დაიწყო. გააქტიურდა ზვიად გამსახურდიას ჯგუფი, იწერებოდა მუხრან მაჭავარიანის პოეზია და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა "უქარქაშო
ხმლები“. ნაწარმოები საქართველოს ისტორიას მე-19 საუკუნემდე გადმოსცემს, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული ხელისუფლების გაკრიტიკებას და ამ გზით ეროვნული სულისკვეთების გააქტიურებას ვერავინ გაბედავდა. სწორედ ამიტომ ნაციონალური პოზიციის გაძლიერებისთვის ისტორიის გამოყენება იყო საჭირო. ასეთი გმირული ისტორიული ნაწრამოები კი იყო და არის "უქარქაშო ხმლები“.

ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებულად ელოდა
ახალი ტომების გამოსვლას. წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა და მისი წაკითხვის შემდეგ ერთ გუნდად იკვრებოდა საზოგადოება, გუნდად, რომელსაც მეტის წაკითხვა, მეტის სწავლა, საკუთარი ისტორიის შესახებ მეტის გაგება, ეროვნული ფასეულობების მეტად დაცვა და საკუთარი სამშობლოსთვის მეტის გაკეთება უნდოდა.

მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა. წიგნი რამდენჯერმე გამოიცა და რამდენიმე თაობას დაეხმარა ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებაში, ქართველებს ქართველობა ასწავლა. დღეს კი, როცა საქართველოს კვლავ არც ისე მარტივი პერიოდი აქვს, "უქარქაშო ხმლებს“ "პალიტრა L” კიდევ ერთხელ გამოსცემს. ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალის ოთხი წიგნი ეტაპობრივად, თვეში ერთხელ გამოვა.
ლევან სანიკიძის შვილი გუბაზ სანიკიძე აღნიშნავს, რომ წიგნი ახლაც აქტუალურია და ის საქართველოს მოქალაქეებს ავისა და კარგის გარჩევაში დაეხმარება.

"უქარქაშო ხმლების“ გამოცემა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივია. ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნისთვის მეტად საჭირო და საშური საქმეცაა. ქვეყანას, რომელსაც თავისი წარსული არ ახსოვს, არც მომავალი აქვს. ვფიქრობ, ეს წიგნები არის ის ცოდნა, რომელიც შეუძლია მოიპოვოს საქართველოს ყველა მოქალაქემ განურჩევლად პროფესიისა და გატაცებისა. ეს არის ჩახედვა სარკეში და ამოცნობა საკუთარი თავის, ჩვენი ღირსებებით და ჩვენი უღირსობით, ჩვენი გამარჯვებებით და ჩვენი დამარცხებებით, ჩვენი სიმამაცით და ჩვენი სიმხდალით. ის ავის და კარგის გარჩევაში დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს,“ - აღნიშნავს გუბაზ სანიკიძე.

"უქარქაშო ხმლების“ გამოცემას მიესამლება ქართველი ფილილოგი სოსო სიგუა, რომელიც აღნიშნავს, რომ ფართო საზოგადოებას სწორედ ამ ფორმით დაწერილი საქართველოს ისტორია სჭირდება.

"უხარქაშო ხმლებმა“ გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა დაიმსახურა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და აღიარებული წიგნი იყო. მისი ხელახალი გამოცემა კი, რა თქმა უნდა, მისასამებელია. სამეცნიერო ისტორიული გამოკვლევები რთული წასაკითხია. ბელეტრისტიკის ჟანრში დაწერილი ეს ნაწარმოები კი საქართველოს ისტორიას უფრო მარტივად გადმოსცემს და ის იოლად აღსაქმელია. ისტორიის სპეციალისტებს ალბათ მოეჩვენებათ, რომ ისტორია აქ ჰერიოკულადაა წარმოდგენილი, მაგრამ ესეც საჭიროა. ჩვენ არ ვართ გამარჯვებული ერი. ბევრი ტრაგედია გვაქვს გადატანილი და ლევან სანიკიძის მიერ გადმოცემული გმირული სული მუდმივად საჭიროა რომ ბრძოლის მუხტი არ დავკარგოთ. ჩვენ ხომ ორი რეგიონი გვაქვს დაკარგული,“ - აღნიშნავს სოსო სიგუა.

წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად 13.50 ლარად გაიყიდება. გაზეთთან ერთად კი მისი ფასი 15.50 ლარი იქნება.
წიგნს მოყვება ფლაიერი, რომლის დახმარებითაც პრომო კოდის საშუალებით შეძლებთ 30%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ ისტორიული ჟანრის წიგნები საიტზე www.palitral.ge

იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში ან 30 ივნისიდან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.

კლარა კობახიძე
28 აგვისტო 2021 12:22
მივესალმები ამ წიგნის ახლად გამოცემას,იქნებ და ამ წიგნმა მაინც იმუშაოს ქართველ აღსაზრდელებზე ისწავლონ მამულის წარსული და ისტორია.ყველა ოჯახის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს ის.მინდა გამოწერა


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები