20 000 ლარი აცრილმა მოქალაქეებმა დღეს უკვე მოიგეს!
20 000 ლარი აცრილმა მოქალაქეებმა დღეს უკვე მოიგეს!
პირველი 160 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია!!!!

stopcov.lotto.ge-ზე ლატარიის "აიცერი და მოიგეს’’ პირველი გათამაშების შედეგები ცნობილია, 12 საათზე, ვებ-ვერდზე stopcov.lotto.ge-ზე "აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება შედგა. გამოვლენილია 160 მოგებული, რომელთა შორის 500 და 100 ლარიანი მოგებაა გადანაწილებული.
ხარაგაული, თბილისი, სამტრედია, საგარეჯო, ბათუმი, ახალციხე და ა.შ. მოგებულები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ცნობილია
დღემდე ყველა თუნდაც ერთხელ აცრილ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოგების გადამოწმება - ვებგვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრით.

გახსენებთ, რომ stopcov.lotto.ge-ზე :

• ყოველდღიურ გათამაშებაში
160 მოგებული გამოვლინდება
• ყოველკვირეულ გათამაშებაში 17 მოგებული
• შემაჯამებელ გათამაშებაში კი ერთი გამარჯვებული, რომელიც 100 000 ლარს მოიგებს.

ყოველდღიურად გათამაშდება:

• 100 და 500 ლარის მოგება
• ყოველკვირეულად 1000; 1500; 5000 და 10 000 ლარი
• შემაჯამებელ გათამშებაში გათამაშდება კი ჯეკპოტი 100 000 ლარი.

გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოში აცრილი ყველა
ვაქცინირებული მოქალაქე. STOPCOVID ლატარიის "აიცერი და მოიგეს'' გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ ავტომატურად მიიღებენ.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება "აიცერი და მოიგეს'' ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს "აიცერი და მოიგეს'' ყველა გათამაშებაში.

ყოველდღიური გათამაშება იმართება ყოველდღე 12 საათზე და მასში მონაწილეობს წინა დღემდე აცრილი ყველა მოქალაქის ბილეთი;
ყოველკვირეული გათამაშება გაიმართება ორშაბათობით ყოველდღიური გათამაშების დასრულებისთანავე და მასში მონაწილეობს, როგორც წინა კვირას აცრილი მოქალაქეების ასევე ლატარიის დაწყებამდე აცრილი ყველა მოქალაქის ბილეთი.

შემაჯამებელ გათამაშებაში, სადაც თამაშდება 100 000 ლარი, მონაწილეობს ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი.
საბოლოო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება 27 დეკემბერს დასრულდება!

ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან (სერტიფიცირებული პროგრამული შემთხვევითი რიცხვების გენერატორის საშუალებით).

შემაჯამებელ გათამაშებაში ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთ-ერთს და გამოავლენს გამარჯვებულს.

STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი აქტიურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.


გათამაშებების შედეგების ხილვა მომხმარებელს შეეძლება stopcov.lotto.ge - ზე, იგივე საიტზე სპეციალურ გრაფაში "გათამაშების შედეგებში’’ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს "საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.

მოგების განაღდების პროცედურები:

ყველა მოგებულ ადამიანს გათამაშების მომდევნო დღეს დაუკავშირდებიან "საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ცხელი ხაზის ოპერატორები და ამცნობენ მოგების შესახებ, მოგებული თანხის ოდენობას კი მომხმარებელი უკვე უშუალოდ მოგების განაღდების დროს შეიტყობს.

1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის'' სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 - 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.
16 დან - 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იქნეს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით.

1000 ლარზე მეტი თანხის მოგების შემთხვევაში, მოგებულ პირს დაუკავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები