ალდაგი ფერმერებს 4 მილიონ ლარამდე თანხას უნაზღაურებს
ალდაგი ფერმერებს 4 მილიონ ლარამდე თანხას უნაზღაურებს
აგვისტოს ბოლოს კახეთში მომხდარი ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასება დასრულებულია და პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ზარალის ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანია ალდაგი მიმდინარე წელს გლეხებს 4 მილიონ ლარამდე თანხას უნაზღაურებს.

ალდაგში მოსავლის დაზიანებასთან დაკავშირებით 1200-მდე განაცხადი დაფიქსირდა. ფერმერებს მოსავალი ახმეტაში, გურჯაანში, თელავში, ლაგოდეხში, სიღნაღსა და ყვარელში დაუზიანდათ. განსაკუთრებით დაზიანდა ყვარლის რაიონი, საიდანაც მხოლოდ ალდაგის მომხმარებლებს შორის 550 მდე ფერმერი დაზარალდა. ალდაგის გუნდმა რეგიონში დამდგარი ზარალი სრულად აღწერა, თითოეულ ფერმერთან ინდივიდუალურად იმუშავა და
კომპენსაციის თანხების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში. ის 2014 წლიდანვე ჩართულია სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში და დღემდე ფერმერებისთვის 20 მილიონ ლარამდე თანხა აქვს ანაზღაურებული.
მხოლოდ ალდაგი სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს თანხების ანაზღაურების ყველაზე მოქნილ სისტემას, რომელის შედეგადაც დაზარალებული მოსავლის მფლობელებს თანხა ზიანის შეფასებიდან
საშუალოდ ორი კვირის ვადაში ერიცხებათ.

„2021 წლის აგვისტოს ბოლოს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. ძირითადად ვაზი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. დაზარალებულ გლეხებს შორის ისეთი მომხმარებლებიც არიან, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობენ ჩვენი დაზღვევით და ალდაგი მათ ყოველ წელს უდგას მხარში. ზოგადად, ალდაგის ნდობის მაჩვენებელი რეგიონებში წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი მხრივ, ვცდილობთ მხარში დავუდგეთ ფერმერებს, როგორც ფინანსურად, ისე მომსახურების მხრივ,“- განაცხადა ალდაგის
აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა ივანე ბუჯიაშვილმა.

სეტყვა სოფლის მეურნეობის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკია. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, გლეხებს ყველა კულტურაზე დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის, ხოლო ვაზზე ნახევარის გადახდა უწევთ.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები