დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად კლოდ მონეს ალბომი - კვირის პალიტრა

დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად კლოდ მონეს ალბომი

გიყვართ კლოდ მონეს შემოქმედება და იმპრესიონიზმის შუქჩრდილებში გზის გაკვლევა გსურთ, შეგახსენებთ, რომ კლოდ მონეს ალბომი დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

"დიდი მხატვრების" სერიის ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.

ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. "დიდი მხატვრების" სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.

იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.