ვინ მოიგო "აიცერი და მოიგეში’’ 10 000 ლარი? - კვირის პალიტრა

ვინ მოიგო "აიცერი და მოიგეში’’ 10 000 ლარი?

ნიკოლოზ რეხვიაშვილი - გაიცანით 72 წლის პოეტი რაჭისუბნიდან

10 000 ლარის პირველი მოგებული 72 წლის პენსიონერი ბოლნისის რაიონის სოფელი "რაჭისუბნიდან’’ ნიკოლოზ რეხვიაშვილია. მან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის "სინოფარმის’’ პირველი დოზა სულ რამდენიმე დღის წინ გაიკეთა. ბატონი ნიკოლოზი პოეტია, ის მწერალთა კავშირის წევრი და ექვსი წიგნის ავტორია.

"ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია, ეს ჩემი პირველი მოგებაა და სიმართლე გითხრათ შოკირებული ვარ, პირველი აცრა სამი დღის წინ გავიკეთე, დღეს ლატარიის კომპანიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 10 000 ლარი მოვიგე. უზომოდ გახარებული ვარ. მოგებული თანხით რემონტს გავაკეთებ და თუ ფული დამრჩება, ჩემს წიგნს გამოვცემ, დიდი ხანია დაწერილი მაქვს და უსახსრობის გამო ვერ ვახერხებდი დაბეჭვდას’’ - ამბობს ბატონი ნიკოლოზ რეხვიაშვილი.

ლატარია "აიცერი და მოიგეს’’ ყოველკვირეულ გათამაშებაში 10 000 ლარის გარდა, ასევე სამი - 5000 ლარის, ოთხი - 1500 ლარის და ცხრა - 1000 ლარის მოგებები დაფიქსირდა. დღესვე გაიმართა ყოველდღური გათამაშებაც, სადაც 20 000 ლარის საპრიზო ფონდი 160 ადამიანზე გადანაწილდა.

ლატარია "აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება, ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი.