ვისთან შეხვედრას ისურვებდით? - "ლიბერთის" ახალი პროექტი "შეხვედრები ახლებურად"
ვისთან შეხვედრას ისურვებდით? - "ლიბერთის" ახალი პროექტი "შეხვედრები ახლებურად"
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში "ლიბერთიმ" ახალი პროექტი დაიწყო. "შეხვედრები ახლებურად" - ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომლის საშუალებით "ლიბერთი" განსაკუთრებულ შეხვედრებს უწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს. პროექტი "ახალი ლიბერთი"ახალი ცხოვრებისთვის"სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
"ვისთან შეხვედრას ისურვებდით?" - ამ კითხვით "ლიბერთიმ" შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. მათთან ერთად ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თეატრმცოდნე და ტელე-რადიოწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც "ლიბერთისთან"
ერთად შეხვედრების მასპინძელია.

"საერთო ინტერესებისა და საერთო განწყობის ადამიანები ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვიყვარს"

ნიკოლოზ წულუკიძე: "განსაკუთრებულად მიხარია, რომ შემოვუერთდი "ლიბერთის" ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას და ჩემს ყველაზე საყვარელ უფროსი თაობის ადამიანებთან ერთად ვარ, - დავდივართ სოფელ-სოფელ და ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ნახვა უხარიათ და ჩვენ
კი მათი ნახვა გვახარებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თაობა ხვდება ერთმანეთს. ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი მოშლილია, საერთო ინტერესებისა და საერთო განწყობის ადამიანები ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვიყვარს. ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა "ლიბერთის", რომ მომცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივ სოფლებში ვიარო, შევხვდე ამ საოცარ ხალხს და მოვისმინო სიბრძნე და დავინახო მათი სუფთა და ნამდვილი თვალები".

ინტერაქციული შეხვედრები კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით ტარდება. პირველი შეხვედრა მესტიაში შედგა. უფროსი თაობის წარმომადგენლებს მათივე სურვილით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია.

"ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის მცირე ნაწილი ვარ"


გიორგი სუხიტაშვილი: "ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მე თვითონ სახლში მყავს უფროსი თაობის ადამიანი, რომელთანაც ყოველდღიური კავშირი მაქვს. ვიცი, რაზე ვისაუბროთ, რა უნდა ვკითხო, რა გამოცდილების გაზიარება ვთხოვო და ვთვლი, რომ ქვეტექსტების გარეშე ურთიერთობას არაფერი ჯობს, როდესაც ჩვენ მათი საუბარი გვსიამოვნებს და ისინი თბილი სიტყვების გარდა არაფერს ითხოვენ. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის მცირე ნაწილი ვარ და ეს პროექტი გაგრძელდება ჩემთან ერთად თუ ჩემ გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სიამოვნებით მივადევნებ თვალყურს ჩემს მეგობრებს, რომლებიც შეხვდებიან ჩვენს უფროს თაობას".

"ლიბერთის" ახალი პროექტის ფარგლებში სამეგრელოს სოფელ ხეთის მოსახლეობამ დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა ისურვა, გურიის სოფელ ბახვში კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს "ლიბერთის" დახმარებით "გარდენია შევარდნაძის" მფლობელმა ზურა შევარდნაძემ უმასპინძლა.

"თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი გურულებით ვარ"

ზურა შევარდნაძე: "ალბათ, ამაზე უფრო სასიხარულო არც არაფერია, გააღო შენი სახლის ჭიშკარი, შენი ბებიის სახლი, გაამზეურო, გაალამაზო აქაურობა და უმასპინძლო შენთვის ყველაზე საყვარელ გურულებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გენატრება, მათი ხმები სულ გესმის, მათი სახეები სულ გახსოვს, მათი თვალები გენატრება, გამხნევებენ, გაძლიერებენ. თუ რამეს წარმოვადგენ, ამ ხალხით ვარ. ამაზე დიდი სიხარული, რომ ჩემს ეზოში მოვუწყო შეხვედრა ასეთ საინტერესო ადამიანებს, ამაზე დიდი ბედნიერება არც ვიცი თუ არის. მადლობა, რომ მომეცა საშუალება ამ ადამიანებისთვის თბილი სიტყვები მეთქვა.

მადლობა "ლიბერთის" იმისათვის, რომ გამამხნევა, გამაძლიერა და მომცა საშუალება შემეკრიბა ყველა გამორჩეული ადამიანი. აქ ისეთი ადამიანები მოვიდნენ, ვისთანაც შეხვედრა მხოლოდ მე კი არა, ნებისმიერს გაუხარდება, იმიტომ, რომ ნამდვილები და საინტერესოები არიან, არიან ისეთი, როგორიც არიან. მათგან შეიძლება მხოლოდ ისწავლო".

"ჩვენთვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა მნიშვნელოვანია"

ნინი ბუკია, "ლიბერთის" CSR და კომუნიკაციების მენეჯერი: ჩვენს მომხმარებლებთან უშუალო, ადამიანური ურთიერთობები ახალი "ლიბერთის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს ეხება ყველა თაობის მომხმარებელს - მათ შორის, უფროს თაობას, რომელთანაც ჩვენ ბევრი წლის ურთიერთობა გვაკავშირებს.
"ლიბერთის" ახალი პროექტი "შეხვედრები ახლებურად" სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. "ახალი "ლიბერთი"ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრო-გრამის ფარგლებში ახლო მომავალში არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები