ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად კონკურსი დაიწყო
27-09-2021
ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად კონკურსი დაიწყო
მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს კონკურსს 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად!

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობა.

წლევანდელი გამარჯვებული ბლოგებისა და ვლოგების კონკურსის მეშვეობით გამოვლინდება.

თუ გინდა მოიპოვო 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ტიტული და ხარ 17-დან 25 წლამდე:


მოამზადე ბლოგი ან ვლოგი (ვიდეო ბლოგი) ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ თემაზე:

o როგორ გავარღვიო საინფორმაციო ბუშტი, ვიპოვო სანდო მედია და გადავამოწმო ინფორმაცია?
o
ვინ დგას საზიანო ინფორმაციის უკან - ვინ ადგენს მედიის დღის წესრიგს?
o ჰიბრიდული ომი და უცხო ქვეყნის ინფორმაციული ოპერაციები;
o კრიტიკული აზროვნება ქართულ ან მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში.

კონკურსანტებს სპეციალური ჟიური შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს:
• თემის ცოდნა
• პრობლემის საილუსტრაციოდ მოყვანილი მაგალითების რელევანტურობა
• შემოქმედებითობა და ბლოგის შემთხვევაში წერის სტილი

კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს
გამოავლენს:
• საუკეთესო შეფასების მქონე მონაწილე 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ჯილდოს და "მითების დეტექტორის” რედაქციაში ერთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის;
• მე-2 ადგილზე გასული კი - on.ge-ს რედაქციაში.
• მე-3 ადგილზე გასული საჩუქრად წიგნების ვაუჩერს მიიღებს.

კონკურსის ფარგლებში მიიღება:

- 2021 წელს გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ბლოგები
- 2021 წელს გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ვლოგები

ფორმატები

• ბლოგები
- უნდა გამოქვეყნდეს ავტორის ბლოგზე ან Facebook Note-ის სახით და ბმული გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტით. ასევე შესაძლებელია, ვორდის ფაილის სახით გამოგზავნა ელ. ფოსტით
• ვლოგები
- ხანგრძლივობა 10-15 წუთი
- უნდა გამოქვეყნდეს ავტორის Facebook ვიდეოს, Instagram reel-ების ან TikTok-ის სერიების სახით და ბმული გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტით. ასევე შესაძლებელია, ვიდეოს mp4 ფორმატის ფაილის გამოგზავნა ელ. ფოსტით

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ოქტომბერი

MDF-ის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: info@mdfgeorgia.ge
წერილის საგანში მიუთითე "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2021”.

კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში 24-31 ოქტომბრამდე მოხდება. დაჯილდოების ცერემონიალის გამართვა დამოკიდებულია კოვიდ ვითარებაზე და ინფორმაცია ღონისძიების გამართვის შესახებ გამარჯვებულებს დამატებით ეცნობებათ.

გამარჯვებულთა მასალები მედიის განვითარების ფონდის ვებ-გვერდებსა და სოციალურ პლატფორმებზე განთავსდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე მედიის განვითარების ფონდის მედიაწიგნიერების რესურსების გვერდს www.millab.ge ან მოგვწერე info@mdfgeorgia.ge

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?