დღეიდან "ბიბლიის ენციკლოპედია" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად! - კვირის პალიტრა

დღეიდან "ბიბლიის ენციკლოპედია" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად!

"კვირის პალიტრის" მკითხველს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს გამომცემლობა "პალიტრა L" . 11 ოქტომბრიდან თვეში ერთხელ "ბიბლიის ენციკლოპედიის" პირველი ტომის შეძენას შეძლებთ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად.

"ბიბლიის ენციკლოპედია" - ეს არის ვრცელი ნაშრომი, რომელიც ბიბლიასთან დაკავშირებულ უამრავ კითხვას სცემს პასუხს. ეს კითხვები ეხება ბიბლიურ არქეოლოგიას, არქიტექტურას, ასტრონომიას, გეოგრაფიას, ბიბლიურ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს, ბოტანიკას, სამხედრო ხელოვნებას, ზოოლოგიას, მიწათმოქმედებას, ხელოვნებას, მინერალოგიას, მეტეოროლოგიას, მედიცინას, მათემატიკას, ნუმიზმატიკას, პედაგოგიკას, ფიზიკას, ეთნოგრაფიას და სხვა.

"ბიბლიის ენციკლოპედია" ოთხტომეულია. ამ ტომებში განმარტებულია 7 500-მდე ტერმინი, რომლებიც ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში შეიძლება შეგვხვდეს.

"ბიბლიის ენციკლოპედია" განკუთვნილია ბიბლიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის, ყველასთვის, ვინც წმინდა წერილის შინაარსის გაცნობას გადაწყვეტს.

"კვირის პალიტრის" მკითხველს ვურჩევთ, არ გამოტოვონ ეს სერია.

შექმნილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესის ილი II-ის ლოცვა-კურთხევით,სასულიერო აკადებიის ბიბლიის კათედრასთან ერთად.

წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 15.50 ლარი. იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან პრესის გავრცელების ჯიხურებში.