3 ლარად მოგებული 109 650 ლარიანი ლატარიის ბილეთის ისტორია - კვირის პალიტრა

3 ლარად მოგებული 109 650 ლარიანი ლატარიის ბილეთის ისტორია

ლატარიაში სასწაულები ხდება, მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი და ყველაზე ძველი გათამაშება ადამიანებს საქართველოშიც აბედნიერებს. ამჯერად მორიგი სასიხარულო ამბავი ყოვედღიურ ლოტო "5/35-ოქროს ბურთში’’ მოხდა. ლიანა ჩადუნელმა 3 ლარად ნაყიდი "ოქროს ბურთის’’ სამი ბილეთით 109 650 ლარი მოიგო.

პროფესიით მედდა ლიანა ლატარიას უკვე წლებია სისტემატურად თამაშობს და მცირე თანხებს ყოველთვის იგებს, თუმცა ბოლო მოგება მისთვის ყველაზე სასიხარულო და იღბლიანი აღმოჩნდა - მან 3 ლარად 109650 ლარი მოიგო.

ლიანა ჩადუნელი 57 წლისაა, ის პენიტენციალურ დაწესებულებაში მედდად მუშაობს და თბილისში დის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მან ლატარიის ბილეთები გადასავლელ ხიდთან მდებარე ფოსტის ჯიხურში შეიძინა, "5/35-ოქროს ბურთის’’ სამი ბილეთი მისთვის სასურველი ციფრების კომბინაციით შეავსო, თუმცა იმდღევნდელი გათამაშებისთვის არ უყურებია.

"დილით გადავამოწმე ჩემი ბილეთი, ჯერ ვერ დავიჯერე, ხან ბილეთს ვუყურებდი ხან კიდევ ლატარიის საიტზე შედეგებს, შემდეგ ჩემს დას დავურეკე სასწრაფოდ სახლში მოსვლა ვთხოვე, ჩემმა დამაც რომ გადაამოწმა ბილეთი, მითხრა მგონი მართლა დიდ თანხა მოიგეო, შემდეგ კომპანიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ და იქ უკვე ელოდნენ ჩვენს ზარს, მოგებაც მომილოცეს. უზომოდ ბედნიერი ვარ, ძალიან გამიმართლა და ყველას ამ სიხარულის განცდას ვუსურვებ’’ - ამბობს ლატარიაში ლიანა ჩადუნელი.

"ოქროს ბურთის’’ გათამაშება იმართება ყოველდღე 19:45 საათზე კომპანიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე facebook/lotto.ge, ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია, შეძენა კი შესაძლებელია კომპანიის სერვის ცენტრებში, ფოსტის ჯიხურებში და საიტზე www.lotto.ge