“აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის“ - National Geographic Traveller აჭარაზე - კვირის პალიტრა

“აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის“ - National Geographic Traveller აჭარაზე

"საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა,“ ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე.

"რეგიონში 4 სხვადასხვა დაცული ტერიტორია და ნაციონალური პარკია: მაჭახელასა და მტირალას ნაციონალური პარკი, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. უკანასკნელ სამს, ცოტა ხნის წინ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა სამეგრელოს რეგიონში მდებარე კოლხეთის ნაციონალურ პარკთან ერთად. იუნესკოს სტატუსი ბოლო წლები ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ეკოსისტემის კონსერვაცია ყოველთვის იყო ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტთაგანი“.

National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს ურჩევს სად წავიდეს, რა ნახოს და როგორ აღმოაჩინოს მსოფლიო. აჭარაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზი რეგიონის ეკოტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების მრავალფეროვნებაზე კეთდება.

"აჭარის რეგიონი ბევრი სათავგადასავლო, ეკო-ტურისტული, სოფლის და ველური ბუნების შესაძლებლობის მასპინძელია. აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის. ჰაიკინგი, ჯირითი, რაფტინგი, ზიპ-ლაინი, ქემფინგი, გლემფინგი, ფრინველებზე დაკვირვება - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აქტივობებისა, რომლითაც აჭარაში ყოფნისას შეგიძლიათ ისიამოვნოთ“, ნათქვამია სტატიაში.

სტატია National Geographic Traveller-ის საშემოდგომო ნომერში გამოქვეყნდა. სტატიის დასასრულს მკითხველს აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ.

"იმოგზაურე აჭარაში, რომ თავად შეიგრძნო იმ ბუნებრივი სიმდიდრის მთელი დიდება, რომელსაც იუნესკოს ბუნებრივი მემკივდრეობის სტატუსი მიენიჭა და ამით პირველია საქართველოში“.

იხილეთ სტატია: https://magazine.natgeotraveller.co.uk/NGT1021FullMag/