ბლოგერები
მოლი ბლუმის ბლოგი
საკუთარი თავის დასახასიათებლად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია - მე გახლავართ ბლოგერი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, უყვარს და ეყვარება. მართალია, ხანდახან მხატვრობაზეც ვწერ, მუსიკაზეც, ინტელექტუალურ პაექრობებსაც ვაწყობ ბლოგზე, გასტრონომიულ ორგიებსაც და სოციალურ პოსტებსაც გამოვურევ ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ ჩემი მთავარი თემა მაინც წიგნებია - ძველი, ახალი, ქართული, თარგმნილი, საბავშვო, საუფროსო, მოკლედ, ყველანაირი. ვწერ იმაზე, რაც მომწონს, ხანდახან იმაზეც, რაც არ მომწონს, სურვილი კი მხოლოდ ერთი მაქვს - ჩემი სიყვარული ლიტერატურის მიმართ სხვებსაც გადავდო და გავუნაწილო.
ბავშვობაში სკოლა არ მიყვარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ არდადეგები მაინც ტკბილად მახსენდება. საახალწლოც, საგაზაფხულოც, ოთხდღიანიც, ორკვირიანიც, ასეთიც, ისეთიც… და ყველაზე მაგარი – სამთვიანი საზაფხულო არდადეგები. ბევრი მზე, ბევრი ზღვა, ბულვარში ბოდიალი, ბევრი წიგნი, კინო და ტელევიზორი, უგემრიელესი ნაყინი, ტარხუნის ლიმონათი და რძის კოქტეილი. რაც მთავარია, სრული თავისუფლება და არაფრისკეთება. აბსოლუტური ბედნიერების ხანა. ალალად გეტყვით, […]
07-06-2018
დაწვრილებით...
მაისის წიგნის ფესტივალზე, როგორც წესი, ასე ხდება: ოთხი საფესტივალო დღიდან ორს სამსახურში ვატარებ და ბიბლიორიარიას შორიდან ვუყურებ. წიგნებისთვის შაბათ-კვირა მაქვს გადანახული. ამჯერად რაღაცები შევცვალე. მივდექი, მოვდექი, ხალხი შევაწუხე, ორდღიანი შვებულება გავახერხე და “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში სრული ოთხი დღით დავბანაკდი. წლევანდელ ფესტივალს, გასაგები მიზეზების გამო, მკითხველი და მნახველი რომ დაკლებოდა, ალბათ, არც არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ არა, […]
04-06-2018
დაწვრილებით...
ამბობენ, დრო მიფრინავსო და ძნელია, არ დაეთანხმო, რაც ხედავ, რომ ბლოგის მორიგი სეზონი თვალსა და ხელს შუა დასასრულს უახლოვდება. ცოტაც და ერთმანეთს შემოდგომამდე დავემშვიდობებით, ჰოდა, მასპინძელი რისი მასპინძელია, გამოსათხოვარ თავისდაკვრამდე ვერანდაზე ერთი ჟრიამული არ მოაწყოს. სიმართლე გითხრათ, ზაფხულივით ცხელი მაისის შემხედვარე, რამე ჩაციებული კერძის მომზადებაზე ვფიქრობდი, მაგრამ დილანდელმა წვიმამ და სიცივემ გეგმები თავდაყირა დამიყენა. სახელდახელოდ […]
31-05-2018
დაწვრილებით...
წლევანდელი წიგნის ფესტივალი საიუბილეო, რიგით მეოცეა და, როგორც საიუბილეო ღონისძიებას შეეფერება, სიახლეებითაა დახუნძლული. დავიწყოთ იმით, რომ, ასე ვთქვათ, “გვიანი ფესტივალია”. არა, აქამდეც მაისში ტარდებოდა, თვე არ შეცვლილა, უბრალოდ, 26 მაისს ემთხვეოდა. წელს ერთი კვირით გადაწიეს. ბიბლიოივენთს პირველად ჰყავს ფოკუს ქვეყანა – გერმანია. წესით, ეს ბევრ გერმანულ თარგმანს, თემატურ პრეზენტაციას, მასტერკლასსა და ლექციას უნდა ნიშნავდეს. ფრანკფურტის […]
28-05-2018
დაწვრილებით...
თუ ჩემსავით ძალიან გიყვართ ვილა “ყიყლიყოს” ბინადარი ჭორფლიანი და გრძელწინდიანი გოგონა, თუ დღესაც გახსოვთ მასთან პირველი შეხვედრით გამოწვეული გულისფანცქალი, თუ ჯერ იმდენად არ გაზრდილხართ, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შეგრცხვეთ, მაშინ ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა. 1. ამდენი წლის იყო პეპი, ვილა “ყიყლიყოში” რომ დასახლდა; 2. ტომი და ანიკა ყველამ ვიცით. აი, მათი გვარი თუ გახსოვთ? 3. […]
21-05-2018
დაწვრილებით...
ბავშვობაში ლოგოს მნიშვნელობა და დანიშნულება მესმოდა და ყველა გამომცემლობას ვცნობდი-მეთქი, ვერ დავიჩემებ. ერთი ის ვიცოდი. ყდას “ნაკადული” თუ ეწერა და წიქარაზე ამხედრებული ბიჭი ეხატა, საჩემო იყო და ხელიდან არ უნდა გამეშვა. “ნაკადულის” სხვა ლოგოც რომ არსებობდა, მერე აღმოვაჩინე, უკვე მოწიფულობის ჟამს. თანამედროვე “ნაკადულზე” ვერაფერს გეტყვით. საუკუნეა, არაფერი მიყიდია. გამომცემლობის ფეისბუქის გვერდზეც, წელიწადზე მეტია, სიჩუმეა. ამბობენ, […]
07-05-2018
დაწვრილებით...
დღეს ოთხშაბათია, ბლოგის დღე. წესით და კანონით, ახალ ძველ წიგნებზე უნდა ვყვებოდე, კარსმომდგარ წიგნის ფესტივალზე, რომელიმე ქალაქზე ან სასუსნავზე, მაგრამ ტრადიციული თემები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ. უტაქტობაზე და უზრდელობაზე უნდა გეწუწუნოთ. ჩემს ქინდლს შალითა გაუცვდა. გაცვდებოდა, აბა, რას იზამდა, აღარც მახსოვს, როდის ვიყიდე. ქინდლიც სულ თან მაქვს. უკიდეგანო “ამაზონს” ჩამოყოლა, ახალი […]
03-05-2018
დაწვრილებით...
მართალია, ერთხელ უკვე გიამბეთ იმ გოგოზე, იუნიბაკენში რომ ცხოვრობს და თითით საჩვენებელი ახტაჯანა გახლავთ, მაგრამ თუ გეგონათ, რომ მისი ფათერაკები ამით დამთავრდა, ძალიანაც შემცდარხართ. ან რანაირად უნდა დასრულდეს, როცა ათასი საფიქრალი და საზრუნავი აქვს ამ პატარა გოგოს?! გეგმების დაწყობა, იცოცხლე, ეხერხება, მაგრამ უცბად ისე აირ-დაირევა ხოლმე ყველაფერი, სულ თავდაყირა დადგება და აღარ იცის მადიკენმა, რა […]
30-04-2018
დაწვრილებით...
ნანატრი გაზაფხული, როგორც იქნა, დადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლის ვერანდაზე ჟრიამულის, სასუსნავების, ცხელი ჩაისა და ყავის და, რა თქმა უნდა, კულინარიული ისტორიების დროა. ჩემს სტუმრებს სტუმრები აღარც ეთქმით – ყველა იმდენად შინაურია, რომ შეპატიჟება აღარ სჭირდებათ, უჩემოდაც მშვენივრად იციან, სად პლედის პოვნა შეიძლება, სად – ნუგბარისა. გამოგიტყდებით, ძალიანაც მიხარია, ვერანდაზე ასე გემრიელად მოკალათებულებს […]
26-04-2018
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები