მოლი ბლუმის ბლოგი
საკუთარი თავის დასახასიათებლად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია - მე გახლავართ ბლოგერი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, უყვარს და ეყვარება. მართალია, ხანდახან მხატვრობაზეც ვწერ, მუსიკაზეც, ინტელექტუალურ პაექრობებსაც ვაწყობ ბლოგზე, გასტრონომიულ ორგიებსაც და სოციალურ პოსტებსაც გამოვურევ ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ ჩემი მთავარი თემა მაინც წიგნებია - ძველი, ახალი, ქართული, თარგმნილი, საბავშვო, საუფროსო, მოკლედ, ყველანაირი. ვწერ იმაზე, რაც მომწონს, ხანდახან იმაზეც, რაც არ მომწონს, სურვილი კი მხოლოდ ერთი მაქვს - ჩემი სიყვარული ლიტერატურის მიმართ სხვებსაც გადავდო და გავუნაწილო.