ტანჯულა ბონსი - კვირის პალიტრა

ტანჯულა ბონსი

ორეგონელი ქეთი მელო "ვარსკვლავური ომების" თავგადაკლული ფანია, რის გამოც მის ძაღლს, ბონსს, პატრონის ხუშტურების ატანა უწევს. მელო ამჟამად ბლოკბასტერ "გალაქტიკის საპასუხო დარტყმით" არის გატაცებული და საბრალო ბონსი ბოლო თვეებია მთავარი პერსონაჟის დარად მორთულ-მოკაზმული დადის... და თუ ფილმის გოლიათი გმირი 22,5 მ სიმაღლისაა, სამაგიეროდ, ბონსს ნამდვილი ლაზერები, ნატურალური კბილები და ბრჭყალები აქვს.