მტკიცე მინა რომ არა... - კვირის პალიტრა

მტკიცე მინა რომ არა...

კოლორადოს შტატის მაღალმთიან ქალაქ ბოულდერის მცხოვრებ ქალბატონს, გეილ ლავმანს, ეზოში რატომღაც პუმას ქანდაკება ედგა. ქანდაკებამ მახლობელი მთების ბინადარი ახალგაზრდა პუმა დააინტერესა და ცნობისმოყვარე მტაცებელი "თანამოძმის ახლოს გასაცნობად" გეილის კარმიდამოს ეწვია. შემდეგ კი პუმას ყურადღება ჩაკეტილი მეტალოპლასტმასის კარის უკან ატუზულმა 11 წლის კატა ზევსმა მიიპყრო.

KvirisPalitra.Geდიდმა და პატარა კატამ თვალით გაზომეს ერთმანეთი, ხოლო როცა პუმა მიხვდა, მინას ვერაფერს დააკლებდა, ზევსი "ყოველი შემთხვევისთვის" შეაშინა და იქაურობა დატოვა... საერთოდ, პუმა კატისებრთა მოზრდილი წარმომადგენელია, მისი სხეულის სიგრძე უკუდოდ 180 სმ-ია, სიმაღლე - 75 სმ, ხოლო წონა 100 კგ-ს აღწევს. მართალია, ზევსის დაუპატიჟებელი სტუმარი ჯერ შედარებით პატარა იყო, თუმცა, რომ არა მტკიცე მინა, ზევსისთვის ეს შეხვედრა საბედისწეროდ დასრულდებოდა.

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge