ან პაპარაცები, ან ქმარი?! - კვირის პალიტრა

ან პაპარაცები, ან ქმარი?!

სუპერმოდელ კიმ კარდაშიანისა და კალათბურთელ კრის ჰამფრის ცოლქმრობა სულ ორ თვეს გაგრძელდა. "ბევრი ვიფიქრე, მეგონა, ქორწინება მყარი იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, წერტილი დავსვა", - განაცხადა კარდაშიანმა, რომლის ადვოკატებმა განქორწინებაზე საჩივარი უკვე შეიტანეს. კრისისთვის ეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. მათ 20 აგვისტოს დაიწერეს ჯვარი და მას შემდეგ უკვე მოასწრეს 18 მლნ დოლარის შოვნა ქორწილისა და თაფლობის თვის პრესაში გაშუქების უფლებების გაყიდვით. როგორც ამბობენ, გაყრის მიზეზი პრესაც გახდა - კარდაშიანს ყოველ გამოჩენაზე პაპარაცების დიდი ბრბო ხვდება, რასაც თურმე ეშმაკი კიმის მენეჯერი უზრუნველყოფს. კრისი კი მათ ვერ იტანს და ამის გამო ხშირად ჩხუბობდა... როგორც ჩანს, არჩევანი სუპერმოდელმა უკვე გააკეთა.