შეიხის ფრანი - კვირის პალიტრა

შეიხის ფრანი

გინესის მიხედვით ყველაზე დიდი "ცის გველი", კუვეიტელი ალ ფარსის ოჯახის საკუთრება, უჩვენეს ბრისტოლის ფესტივალზე - "სკატი" ბევრად აღემატებოდა დანარჩენებს. მისი სიგანე 55 მ, ხოლო სიგრძე - 40 მ-ია, ამას "სკატის" 79 მ სიგრძის კუდიც მიემატა... არაბი შეიხის ოჯახი ფრანებით რამდენიმე წელია დაინტერესდა. 2005 წელს მათ ერთადერთი 3D ფრანიც კი შექმნეს, რომელიც კუვეიტის დროშის ასლი გახლდათ და ისიც, ცხადია, გინესის წიგნში მოხვდა.