ბიუსტჰალტერი "ფანტაზიისთვის" - კვირის პალიტრა

ბიუსტჰალტერი "ფანტაზიისთვის"

ახალი რეკორდის დასაფიქსირებლად გინესის ცენტრალური ოფისის თანამშრომლებს შორს წასვლა არ დასჭირვებიათ:ლონდონში, საუთ-ბანკის რაიონში, ერთ-ერთ შენობაზე ბრენდ Vanish-ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიუსტჰალტერი იყო გამოფენილი ლოზუნგით: "ატარე ვარდისფერი"... ნეილონის ნაკეთობის ზომები, რომელიც, კრიტიკოსთა თქმით, "საინტერესო ფანტაზიებს" აღძრავს, ასეთია: სიგრძე - 29,6 მ, ფართობი - 375 კვმ, წონა - 90 კგ. ორგანიზატორებმა კი მკერდის კიბოს წინააღმდეგ 4 მლნ გირვანქა სტერლინგი შAეაგროვეს.