"ბობოქარი" მიჯნურები - კვირის პალიტრა

"ბობოქარი" მიჯნურები

42 წლის ჯენიფერ ლოპესს მეუღლესთან - ეჭვიან მარკუს ენტონისთან გაყრა დიდხანს არ უდარდია - მალევე გაუმიჯნურდა თავისივე მოცეკვავეთა გუნდის წევრს, 20 წლის კასპერ სმარტს. პაპარაცების მტკიცებით, რომლებიც ლოპესს გუნდ-გუნდად დასდევენ, მათი სიყვარული "დღითი დღე უფრო ბობოქარი ხდება"... გარდა იმისა, რომ კასპერი მის ყველა შოუში მონაწილეობს, ლოს-ანჯელესის კლუბ "ბოულევარდშიც" ცეკვავს წელზევით შიშველი და ქალებში მეტად პოპულარულია. სხვათა შორის, თავდაპირველად კასპერი მაიკლ ჯექსონის ამალაში ცეკვავდა მსოფლიო ტურნეში, ბოლოს კი ბეიონსეს უმშვენებდა გვერდს.