პატრიკ სუეიზის უკვდავი ცეკვა - კვირის პალიტრა

პატრიკ სუეიზის უკვდავი ცეკვა

პატრიკ სუეიზი 57 წლისა 2009 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. მსახიობი სუპერვარსკვლავად და ქალთა კერპად ფილმში, "ბინძურ ცეკვები", ბრწყინვალედ ნათამაშები მოცეკვავის როლმა აქცია.ამიტომაც პატრიკის მოგონების დღეს მისმა ქვრივმა, ლიზა ნიემიმ, გადაწყვიტა, მადამ ტიუსოს ცვილის მუზეუმში მეუღლის ორეულთან ერთად სწორედ იმ ცეკვის ელემენტები წარმოედგინა... აღსანიშნავია, რომ მუზეუმში მსახიობის ცვილის ფიგურა ახლახან გაჩნდა და უკვე იქცა უდროოდ გარდაცვლილი ვარსკვლავის თაყვანისმცემლების თავშეყრის ადგილად.