ჭყვიტინა როდეო - კვირის პალიტრა

ჭყვიტინა როდეო

იაპონიის ქალაქ მიკამეში უკვე 27 წელია, ტარდება ღორების როდეო, რომლის მონაწილენი ერთი წლის ბურვაკის "გახედვნას" ცდილობენ. ღორზე ამხედრებულებს ხელმოსაჭიდად მხოლოდ ღორის კისერზე შემოხვეული მეტრნახევრიანი თოკი აქვთ, თუმცა ჭყვიტინა "ბედაურზე" 2 წამზე მეტხანს გაძლება ძალიან ძნელია... რაკი ღორიდან გადმოვარდნა პრაქტიკულად უხიფათოა, გამარჯვებულს კი დამატებით 500 დოლარიც ელის, როდეოში ქალებიც მრავლად მონაწილეობენ.