"ვეფხვი და კუ..." - კვირის პალიტრა

"ვეფხვი და კუ..."

გერმანიის ქალაქ დუისბურგთან 1,7 მლნ დოლარად ღირებული ულრიხ გენტისა და ჰაიკე მუტერის 11 მ სიმაღლის კონსტრუქცია დაიდგა.მას უცნაური სახელი ჰქვია: "ვეფხვი და კუ - ჯადოსნური ბორცვი". ფაქტობრივად, ეს "ამერიკული ბორცვებია", ოღონდ ვაგონების გარეშე!

მუტერის თქმით, ატრაქციონი "ვეფხვივით სწრაფია", თუმცა აქ სტუმრები მხოლოდ ფეხით ივლიან "კუსავით"...

ცხადია, ე.წ. "მკვდარი მარყუჟის" მონაკვეთს გამოტოვებენ.