"აი, ტატუ!" - კვირის პალიტრა

"აი, ტატუ!"

47 წლის მსახიობმა კორტნი ლავმა, ამას წინათ ბრაზილიაში მორიგი "სტრიპტიზი" მოაწყო.სან-პაულუში გამართულ კონცერტზე, კურტ კობეინის ექსცენტრიკულმა ქვრივმა, რომელსაც ფოტოსესიებში აღარავინ ეპატიჟება, "დანაკლისი იმით აინაზღაურა", რომ სამოსი შემოიხია და მკერდზე გაკეთებული ტატუ "თითით აჩვენა" საზოგადოებას... კორტნის სკანდალებს მიჩვეულმა მაყურებელმა კი ვარსკვლავის მშვენიერი ფიგურა ტაშითა და ოვაციით "შეაფასა".