მოთათუნება - კვირის პალიტრა

მოთათუნება

ბელფასტში გამართულ  MTV-ს "ევროპული მუსიკის" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე ტრიუმფატორი კვლავ ლედი გაგა გახდა, რომელმაც "საუკეთესო მომღერლის", "საუკეთესო სიმღერის", "საუკეთესო ვიდეოსა" და ფანატების მიერ "საუკეთესო მხარდაჭერის" პრიზები მიიღო. როგორც ამბობენ, შოუს წინ კოსმეტიკური პროცედურებით გაგამ სახე "დაიწვა", ამიტომაც მაყურებელს წარუდგა უზარმაზარი შლაპით, რომელიც სახეს უფარავდა... აღტაცებული გაგა სხვადასხვა ჯილდოს მისაღებად სცენაზე ნაირ-ნაირი სამოსით გამობრწყინდა. პირველად ბარ რაფაელის დაუჩოქა, მერე საზოგადოებას თითქმის შიშველი საჯდომი აჩვენა, ბოლოს კი "იმავე წერტილზე" მსახიობ ჰაიდენ პანეტიერის მოუთათუნა ხელი...