ქერის დიეტა - კვირის პალიტრა

ქერის დიეტა

მერაია ქერიმ წონაში ისე დაიკლო, რომ ნამდვილი ფურორი მოახდინა. სუპერვარსკვლავის თქმით, ზედმეტი 30 კგ მან არც ისე მკაცრი დიეტისა და მარტივი ფიზიკური ვარჯიშის წყალობით მოიშორა.ამიტომ ქერი დიეტური კომპანია  Jenny Craig-ის "სახე" გახდა და სარეკლამო რგოლში "ბრტყელი მუცლის" დემონსტრირებამ მოუწია. სხვათა შორის, ვარსკვლავი მიღწეულზე არ ჩერდება და აგრძელებს გახდომას - დღეში მხოლოდ 1500 კალორიას იღებს და კვირაში 3-ჯერ დარბაზში სავარჯიშოდ დადის.